ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ორგანიზებით, პლატფორმა Zoom- ის მეშვეობით გთავაზობთ მასტერკლასს ონლაინ თამაშის წესებისა და თავისებურებების შესახებ.
მიზანი და ამოცანები: ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანა.
რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ითამაშოს ჭადრაკი!
Our goal is to get as many people as possible to play chess!
11 თებერვალს, 19:00 სთ-ზე პლატფორმა Zoom- ის მეშვეობით, გაიმართება მიმოხილვა და
მასტერკლასი ონლაინ თამაშის წესებისა და თავისებურებების შესახებ.
February 11 - 19:00 GEO Time - Master Class about Online Tournaments Rules.
ლექტორი: IA, WFM, FI მარიკა ჯაფარიძე - lecturer: IA, WFM, FI Marika Japaridze
გაეცნობით, ოფიციალურ საერთაშორისო ონლაინ ტურნირებში დაწესებულ ანტიჩითინგის წესებს, აგრეთვე თამაშის დაწყების წინ და
პარტიის მსვლელობისას გასათვალისწინებელ აუცილებელ მოთხოვნებს.
დასწრება შეუძლია ყველა მსურველს ! - Everyone can attend !
ვფიქრობთ, ყოველივე ეს დაგეხმარებათ უკეთ მოახდინოთ ადაპტაცია ონლაინ სივრცეში და დაიცვათ მიღებული ონლაინ თამაშის წესები.
მასტერკლასსზე დასასწრებად:
კომპიუტერში ან/და მობილურ ტელეფონში გადმოტვირთეთ და დააინსტალირეთ პროგრამა - Zoom
Zoom-ის გადმოტვირთვა: https://zoom.us/download Zoom download
ან/or რეგისტრაცია: https://zoom.us/ Registration
(შენიშვნა: მასტერკლასსზე დასასწრებად საკმარისია პროგრამა Zoom-ის გადმოტვირთვა და დაინსტალირება.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულო არ არის).
Zoom ოთახი გაიხსნება მასტერკლასის დაწყებამდე 15 წუთით ადრე - Zoom Room will open 15 minutes before the start of the master class.
Zoom ოთახში შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი ლინკი: - Zoom Room Link:
https://us02web.zoom.us/j/8291583857?pwd=bGlqdUIzWlZibnlJdmJnc2VOMUVCZz09
გისურვებთ წარმატებას !!! - Good Luck !!!
მასტერკლასი საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი და მოიცავდა ოფიციალური, საერთაშორისო
ონლაინ ტურნირების წამყვან ტენდენციებს.
პრეზენტაციაში თვალსაჩინო მაგალითებით განხილული იყო ყველა ძირითადი მოთხოვნა, წესი და შესრულების ხერხი.
დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულად გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები.
მასტერკლასმა საინტერესოდ, ხალისიანად და დინამიურად ჩაიარა.
მომავალი ონლაინ ტურნირები კი კიდევ უფრო გაამყარებენ დღეს შეძენილ ცოდნას!