Facebook

Chveni nona 75 SAT 3 მაისი, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა! 

 

 

181110445 2628036280829923 2509382978756992567 n

ქალბატონ ნონას მთელი მსოფლიო იცნობს და პატივს სცემს. 

იგი გამარჯვების და პირველობის ცოცხალი სიმბოლოა.

 ნონა გაფრინდაშვილი მუდამ და ყველგან პირველი უნდა ყოფილიყო:  პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი

 პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი,  პირველი დიდოსტატი ქალიპირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის,  ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი...

მან ქალთა ჭადრაკი მანამდე არნახულ სიმაღლეზე აიყვანააგრძნობინა და 

დაანახა ყველასრომ ქალებსაც ძალუძთ უმაღლეს დონეზე თამაში.

1997 წელს, ფიდეს გადაწყვეტილებით,  დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი,  რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე  გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის.  

Nona-75 3

 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ სასახლის   წინ 2016 წლის 3 მაისს,  ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის დაბადებიდან 75-ე წელთან დაკავშირებით მისი სახელობის, პირველი, ვარსკვლავი გაიხსნა. 

  

Nona 75 2

                                   ნონა გაფრინდაშვილი

 მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წწ.

 მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წწ.

 პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წ.

 ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი ჯილდოს "ოქროს პაიკი"   ლაურეატი.  

 საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წწ.

 საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა

                                                                                                    და ღირსების ორდენების კავალერი. 

 

DSC 0193

  

 

                                        

                         

                                  ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონას" ადმინისტრაციის  სახელით

  გვინდა მივულოცოთ ქართული ჭადრაკის ცოცხალ ლეგენდას, ქალბატონ ნონას 80 წლის იუბილე და

                                       ვუსურვოთ ჯანმრთელობა, წინსვლა, დიდხანს სიცოცხლე 

                                                      მთლიანად საქართველოს სადიდებლად!