5 და 6 მაისს ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში შიდა პირველობა გაიმართა ჭადრაკში.
სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ტურნირს დაესწრო ბათუმის
საჭადრაკო კლუბი ნონას დირექტორი გიორგი ჭანტურია და მენეჯერი, მწვრთნელი მარიკა ჯაფარიძე.
სკოლას გადაეცა კლუბის სუვენირები, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დირექციასთან და მონაწილე ბავშვებთან.
სკოლის შიდა პირველობა გაიმართა სკოლის დირექტორის მერაბ ხარჩილავას ხელშეწყობით და ჭადრაკის პედაგოგის დავით ონიაშვილის ინიციატივით.
ტურნირი ორი დღის განმავლობაში, 2 ეტაპად (შესარჩევი, ფინალი) მიმდინარეობდა და მასში 30-მდე ბავშვი ასპარეზობდა.
ჭადრაკით დაინტერესებული სკოლის აღსაზრდელები შეძლებენ კლუბში ჭადრაკის უსასყიდლოდ შესწავლას, აგრეთვე კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.