Facebook

LOGO SATწარმოგიდგენთ ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას პრიორიტეტებს, გრძელვადიან პროექტებს, რომლებსაც კლუბი წლიდან წლამდე ახორციელებს და სამომავლო გეგმებს.

 

 

რატომ  ჭადრაკი ?

მდიდარი ისტორიის მქონე  ჭადრაკი საზოგადოების კულტურის დონის ერთ-ერთი მაჩვენებელია. დღეისათვის მსოფლიოს  ბევრ ქვეყანაში ჭადრაკი განიხილება, როგორც ახალგაზრდა თაობის აღზრდის ერთ-ერთი ეფექტური  საშუალება. რამეთუ ჭადრაკი ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ანალიზის, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარს და სხვისი აზრის პატივისცემას, ჭადრაკი ფლობს შემოქმედებითი აქტივობის განვითარების მდიდარ შესაძლებლობებსაც.

 

ცნობილი ამერიკელი განმანათლებელი, პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი ბენჯამინ ფრაკლინი თავის ცნობილ ნაშრომში „ჭადრაკის ზნეობრივი ფასეულობანი" წერს რომ ჭადრაკის თამაშით შეგვიძლია ვასწავლოთ შორსმჭვრეტელობა, წინდახედულება, სიფრთხილე, სიმხნევე და ბევრი სხვა თვისება. გამოჩენილი პედაგოგის, ვასილი სუხომლინსკის აზრით, ჭადრაკი არის თანმიმდევრული, ლოგიკური აზროვნების შესანიშნავი სკოლა. მთელი რიგი გამოკვლევების შედეგებით ირკვევა, რომ ჭადრაკით დაინტერესებულ მოზარდთა შორის მინიმუმამდეა დაყვანილი ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება. კლუბი "ნონაც" თავის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების სტილის აგიტატორია და დაფუძნებიდან (2013 წ. 30 აპრილი) დღემდე აღმზრდელობით საქმიანობას ეწევა. 

 

პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 1

პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 3

პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 4

პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 5

პრიორიტეები პრეზენტაცია 2022 6

პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 8 1პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 8 2

 

პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 9

 

პრიორიტეტები პრეზენტაცია 2022 10