Facebook

LOGO SAT 16 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ზებურ ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო საჭადრაკო ტურნირი "ზებურ ავალინის თასი-2023".

 

 

ტურნირის ორგანიზატორები:

  •  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი
  •  სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ბსუ
  •  ბათუმის ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა"

 

 იდეის ავტორები:

  • იბრაიმ დიდმანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსოტეტის ასოცირებული პროფესორი)
  • მერაბ მეგრელიშვილი (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) 

 

ჩატარების სისტემა:

ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად

ასპარეზობდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ნორჩი მოჭადრაკეები (ჯამში 90-მდე მონაწილე)

დროის კონტროლი:  3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით  (ელვისებური ჭადრაკი - ბლიცი)

 

დამსწრეთ მიესალმენ და სიტყვით გამოვიდნენ:

ლელა თურმანიძე (ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი), გოგა ბაუჟაძე (სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი), გიორგი ჭანტურია (საჭადრაკო კლუბი ნონას დირექტორი), იბრაიმ დიდმანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), მერაბ მეგრელიშვილი (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი), მუხრან ავალიანი (ოჯახის წარმომადგენელი, შვილი, ტურნირის სპონსორი), მარიკა ჯაფარიძე (საჭადრაკო კლუბ ნონას მენეჯერი, მწვრთნელი, ტურნირის მთავარი მსაჯი).

 

Zebur Avaliani Cup 2022 1 Zebur Avaliani Cup 2022 2 Zebur Avaliani Cup 2022 3

 

სპეციალური პრიზები დააწესა სხვადასხვა ორგანიზაციებმა:

ფულადი ჯილდოები - ოჯახის წევრები

I ადგილი - 300 ლარი

II ადგილი - 200 ლარი

III ადგილი - 100 ლარი

375 ლარი (სწავლის საფასური) "საუკეთესო მოჭადრაკე სტუდენტი" ბსუ-ს სტუდენტი - ა(ა)იპ წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტის მხარდაჭერის ფონდი.

100 ლარი "საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვი" - "ფონდი საძმო"

სიგელი ყველა მონაწილესათვის

წიგნები  - კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

თასი, მედლები და ტურნირის ტექნიკური უზრუნველყოფა - ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა"

 

 Zebur Avaliani Cup 2022 4 347433840 965648454880258 721791778098638127 n Zebur Avaliani Cup 2022 6

 

congratulations

 

22y4-6ow25alcexiz-trae4  

           ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"

    ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! ! !

 

 

 

 

      I   ადგილი      -      თედო ბოლქვაძე         (8)     ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 

      II  ადგილი      -      თენგიზ დიდმანიძე    (8)     ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი      

      III  ადგილი     -      თინათინ ბერიძე        (7,5)    ბსუ-ს კურსდამთავრებული

 

     საუკეთესო მოჭადრაკე სტუდენტი -   რეზო გოგიტიძე  (7)      VI ადგილი  ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი

     საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვი    -        შოთა დოლიძე     (7)     IV ადგილი  კლუბი ნონას წევრი              

                     
შედეგები:   https://chess-results.com/tnr768139.aspx?lan=1&art=1
 

346114535 808317897517318 583466209184591481 n 344808543 598251975601760 8625869673760862502 n 

ფოტო გალერეა:    https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.641849654647254

 

 

ზებურ ავალიანის ბიოგრაფია:

ზებურ ავალიანი, წლების განმავლობაში მათემატიკის აკადემიური დოქტორი, ბსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის მათემატიკური სკოლა "ნერგების" მასწავლებელი. ზებურ ავალიანი მათემატიკის სწავლებასთან ერთად ახალგაზრდებში ავითარებდა ჭადრაკისადმი სიყვაულს. მისი ინიციატივით უნივერსიტეტში იმართებოდა შეჯიბრი სპორტული ჟინით შეპყრობილ უფროსს და მომავალ თაობას შორის. ქედის რაიონის სოფელ დანდალოში პედაგოგის ოჯახში აღზრდილმა საინტერესოდ, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით განვლო ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების გზა და უნივერსიტეტში დატოვა ნიჭიერი მათმატიკოსის, კეთილი პიროვნების, ეროვნული და ენერგიით ძლიერი ადამიანის სახელი. ზებურ ავალიანი გახლდათ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობისა და სისხლიანი 9 აპრილის ერთ-ერთი მონაწილე. აკადემიკოსების, გიორგი ჭოღოშვილისა და დურსუნ ბალაძის აღზრდილმა არაერთ ახალგაზრდას გაუკაფა გზა მეცნიერებისკენ, რომელთაგან ზოგიერთი დღეს საზღვარგარეთ მოღვაწეობს. ზებურ ავალიანის აღზრდილები წარმატებით გამოდიოდნენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. იგი გახლდათ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს წევრი.