18 თებერვალს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, III-საჭადრაკო კლუბი ნონას ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა სწრაფ ჭადრაკში.
ორგანიზატორი: ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა
ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდა 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ისრაელი, ყაზახეთი, ფიდე, ფიდე) 50-მდე მოჭადრაკე!
დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
ტურნირში დაითვლება ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
სარეიტინგო ტურნირების წლიური სერია საჭადრაკო კლუბმა ნონამ 2023 წელს დანერგა.
ყოველ კვარტალში, ერთი ან ორი ტურნირი გაიმართება ურეიტინგო მოთამაშეებს შორის "Unrated Kids, და აგრეთვე ერთი ღია ტურნირი
საერთაშორისო რეიტინგის დათვლით.
საპრიზო ადგილები მოიპოვეს:
I ადგილი - ემინ ხაჩატურიან (6,5) ფიდე
II ადგილი - კსენია ბოდნარუკ (6) ფიდე
III ადგილი - რატი დიასამიძე (6)
გამარჯვებულს გადაეცა თასი
სპრიზო სამეული დაჯილდოვდა მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოებით.
შედეგები: https://chess-results.com/tnr895334.aspx?lan=1&art=1&rd=7&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr895334.aspx?lan=1&art=4&turdet=YES&flag=30