You are here: მთავარი არქივი სიახლეების არქივი ბავშვთა და მოზარდთა საჭადრაკო კლუბი

ბავშვთა და მოზარდთა საჭადრაკო კლუბი

cicinatela1საჭადრაკო კლუბ "ნონა"-სთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა საჭადრაკო 

კლუბი  იწყებს ნიჭიერი ბავშვების მიღებას სხვადასხვა ჯგუფების  დასაკომპლექტებლად.

 

 

 

 

11კლუბში იფუნქციონირებს შემდეგი ჯგუფები:

 1. დამწყებთა ჯგუფი - დაკომპლექტდება დამწყები ბავშვებით, რომლებიც  

  გამორჩეულები იქნებიან ნიჭით, მონდომებით და მასალის ათვისების უნარით.

 2. მოსამზადებელი ჯგუფი - დაკომპლექტდება ბავშვებით, რომლებსაც აქვთ საბაზო  საჭადრაკო უნარ-ჩვევები და ცოდნა,  წარმატებულები არიან  

 რეგიონალურ პირველობებზე და დამაკმაყოფილებელი შედეგი აქვთ ეროვნულ და  საერთაშორისო ტურნირებზე.

3. დაოსტატების ჯგუფი - დაკომპლექტდება ბავშვებით, რომლებიც ფლობენ საბაზო  უნარ-ჩვევებს, შეუძლიათ მათი  გამოყენება თამაშის დროს. სისტემატურად  იმარჯვებენ  რეგიონალურ პირველობებში და იკავებენ საპრიზო ადგილებს 

 ეროვნულ და საერთაშორისო ჩემპიონატებში. ბავშვებს შეერჩევათ  ინდივიდუალური წვრთნის გეგმა.

 4. უმაღლესი დაოსტატების ჯგუფი - ბავშვები მოიაზრებიან კლუბ "ნონა"-ს   წევრებად,  წვრთნას გაივლიან მოწვეულ ქართველ და უცხოელ მწვრთნელებთან,  როგორც ინდივიდუალურად, ასევე შეკრების ფორმატით.

 

ყველაზე წარმატებული და წარჩინებული კლუბის წევრები დააკომპლექტებენ ბავშვთა კლუბის გუნდს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ საკლუბო პირველობაში, ევროპის და მსოფლიო  საკლუბო ჩემპიონატებში.