Facebook

სატურნირო Delpinebi ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ 28 ნოემბრიდან - 12 დეკემბრის ჩათვლით, ტრადიციული ღია საახალწლო ტურნირები გამართა. 


პირველობებში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის და რეგიონების წამყვანმა მოჭადრაკეებმა.

საახალწლო ტურნირები სხვადასხვა სისტემით და დროის კონტროლით გამოირჩეოდა.

28-29 ნოემბერს ბლიც ტურნირი მამაკაცებსა და ქალთა შორის, წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა.

თითოეულ მოთამაშეს 3 წთ ჰქონდა პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. 

MW saaxalwlo 4 MW saaxalwlo 5 MW saaxalwlo 6

 03-04 დეკემბერს ასაკობრივი ტურნირი 06, 08 და 10 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონათა შორის, შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა.

თითოეულ მოჭადრაკეს 25-25 წთ ჰქონდა თამაშის ბოლომდე და სწრაფი ჭადრაკის (რაპიდის) წესებით თამაშობდნენ.

პარტიები საინტერესოდ წარიმართა. ყველა ასაკის მოთამაშეს საშუალება ჰქონდა საკუთარი ძალები გამოეცადათ, როგორც თავისი ასაკის მოწინააღმდეგეებთან,

ასევე უფროს და უფრო გამოცდილ მოჭადრაკეებთან. 

ყველა მონაწილეს საახალწლო სუვენირი გადაეცა საჩუქრად.

Bavshvta saaxalwlo 1 Bavshvta saaxalwlo 2 Bavshvta saaxalwlo 3

 წლის შემაჯამებელი მთავარი საახალწლო ტურნირი 10-11 დეკემბერს გაიმართა, მასში მამაკაცებისა და ქალების გარდა, კლუბის წამყვანი ნორჩი წევრებიც

ღებულობდნენ მონაწილეობას. პირველ სამ ადგილზე გასული მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთბის დაწესებული იყო ფულადი ჯილდოები.

მოჭადრაკეებს პარტიის ბოლომდე 15 წთ. ჰქონდათ გამოყოფილი ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით და სწრაფი ჭადრაკის (რაპიდის) წესებით თამაშობდნენ.  

 MW saaxalwlo 1 MW saaxalwlo 2 MW saaxalwlo 3

თითოეული პარტია დინამიური და საინტერესო იყო. ბავშვებმა ძლიერ, გამოცდილ მეტოქეებს ტოლი არ დაუდეს და ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლეს.

პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან ერთად ახალი სატურნირო გამოცდილებაც შეიძინეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი შემდგომი წინსვლისთვის და დაოსტატებისთვის.    

 

 უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ ტურნირებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 

 ლიც ტურნირი - 28-29.11.2016

 მამაკაცები:

   I ადგილი - გრიგორი ვოსკანიანი (6 ქულა)

  II ადგილი - ბერდია მიქელაძე (5 ქულა)

 III ადგილი - ალექსანდრე რუხაძე (5 ქულა)

 ქალები:

   I ადგილი - თინათინ ბერიძე  (5 ქულა)

  II ადგილი - ნინო კეკელიძე (2 ქულა)

   

  ასაკობრივი ტურნირი- 03-04.12.2016

  ჭაბუკები 8 წლამდე:

   I ადგილი - ალექსანდრე მსხალაძე (6 ქულა)

  II ადგილი - გიორგი გოგიაშვილი (4 ქულა)

 III ადგილი - თორნიკე შარვაშიძე (3,5 ქულა)

   გოგონები 8 წლამდე: 

   I ადგილი - ნატალი აბულაძე (5 ქულა)

  II ადგილი - თიკო ბერაია (2,5 ქულა)

 

   გოგონები 6 წლამდე: 

   I ადგილი - კესარია მგელაძე (4 ქულა)

  II ადგილი - მარიამ კალანდაძე (3 ქულა)

 

   ჭაბუკები 10 წლამდე:

   I ადგილი - გიორგი გაბუნია   (7 ქულა)

  II ადგილი - ზურაბ ფუტკარაძე (5 ქულა)

 III ადგილი - ლაშა თურმანიძე (4 ქულა)

 

 ძირითადი ტურნირი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) - 10-11.12.2016

 მამაკაცები:

   I ადგილი - გრიგორი ვოსკანიანი (7 ქულა)

  II ადგილი - ბერდია მიქელაძე (5 ქულა)

 III ადგილი - ბადრი ბოლქვაძე (5 ქულა)

 ქალები:

   I ადგილი - ნინო კეკელიძე      (4,5 ქულა)

  II ადგილი - თინათინ ბერიძე   (4 ქულა)

  III ადგილი - ნატალი აბულაძე (3 ქულა)

   

 ჭაბუკები 16 წლამდე:

   I ადგილი - თენგიზ დიდმანიძე  (3,5 ქულა)

 ჭაბუკები 12 წლამდე:

  I ადგილი - თორნიკე თედორაძე  (3,5 ქულა) 

 გოგონები 6 წლამდე:  

  I ადგილი - მარიამ კალანდაძე (2 ქულა)

 

საპრიზო ადგილებზე გასულებს გადაეცემა თასები, მედლები და დიპლომები.

ძირითად ტურნირში გამარჯვებულ მამაკაცებს და ქალებს აგრეთვე გადაეცემა ფულადი ჯილდოები.

ყველა ბავშვებს საახალწლო სუვენირები.  

 

საზეიმო დაჯილდოება გაიმართება საჭადრაკო კლუბი ნონას წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე. 

 

 

 

Reputation-Winner - Copy     

 

               ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"

           ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას!!!        

                                                                                                                                                             

   

  

    

  

LOGO 250x200 SAT  25.11-05.12.2016 ჩათვლით, საჭადრაკო კლუბი ნონას მწვრთნელებისთვის და წარმატებული, იმედისმომცემი ნორჩი წევრებისთვის, კლუბის მოწვევით, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, "ფიდეს სენიორ ტრენერმა" (FST), საერთაშორისო დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ  მასტერკლასი და თანამედროვე პროგრამული გადამზადების მეორე ეტაპი ჩაატარა.

SAT Batsiashvili Grand Prix KhantyMansiisk-2016 ხანტი მანსიისკი (რუსეთი), ფიდეს მსოფლიო ქალთა გრან პრის 2015/2016 წწ.-ის დასკვნით ეტაპს მასპინძლობს.

SAT Miranda 74 Qalta ligaze-2016  თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 16 ნოემბერს სტარტი აიღო საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ.