ბათუმი

ბათუმი ოდითგანვე აჭარის საჭადრაკო სამყაროს ღერძს და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომლის ირგვლივ ტრიალებს საჭადრაკო ცხოვრება. შორეული წარსულიდან მოყოლებული ბათუმის საჭადრაკო სკოლამ საქართველოს არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის საამაყო მოჭადრაკე გამოუზარდა და აჩუქა. ეს ყოველივე იმ  ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ერთად ქმნიდნენ დიად საჭადრაკო ეპოქას.

წლების განმავლობაში აჭარაში სპორტის ამ ულამაზესი სახეობის განვითარებისთვი ზრუნავდნენ: გიორგი გიორგაძე, ისიდორე გოგეშვილი, ალა ჩაიკოვსკაია (საერთაშორისო დიდოსტატი), დიანა დარჩია (საერთაშორისო დიდოსტატი), ნატაშაფურმანი, ანზორ (გივი) მეგრელიძე, გივიჩაჩავა, ანზორ ცეცხლაძე, ივანე აბრამიძე (ჭადრაკისპედაგოგი), ევა შიოშვილი (ჭადრაკის პედაგოგი), ფაინა კაცი (პირველი ჩემპიონი ქალთა შორის საქართველოში და ამიერკავკასიაში), მამია ხარაზი (აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი), ანზორ კაკაბაძე, პავლე მორჩილაძე, იაკობ ენდერი, ვოლტერ ჭანტურია (შორეული ნაოსნობის კაპიტანი), თამაზ დგებუაძე, ნანული ჯანაშია, ოთარ ქაჯაია, ფიოდორ სლუდენკო, გარიგინ ცაგოიანი, ვალერი აბაჯიდი, გენრი ხლაღიძე, სვეტლანა ივანოვა-კალანდარიშვილი, ანზორ ბერძენიშვილი, მარინა ჯავახია, ნოდარ სარჯველაძე, ნუგზარ ნიჟარაძე, ზურაბ გოთუა, ეკა ჩხარტიშვილი, თემურ ჯოჯუა, თემურ ჯახუტაშვილი, ოლია შათირიშვილი, გიორგი ხავთასი, თემურ ვაშალომიძე, გაიოზ ძიმისტარიშვილი, ნონა გიორგაძე, ფელიქ სმელქონიანი, ანდრულა და ვიქტორ საპლახიდები, ვლადიმერ და თენგიზ ბერიძეები, კახა კვიჟინაძე, მიხეილ გოგუაძე, ლეონიდ ნეურონოვი, ჯამბულ მახარაძე, მიხეილ ქანთარია, გრიგორი ვოსკანიანი, პაატა სარჯველაძე, ვერნარდ ტონოიანი და სხვა.

ზემოდ ჩამოთვლილთაგან უმეტესი პროფესორის და მეცნიერებათა დოქტორის წოდებას ატარებს, ხელმძღვანელობს სხვადასხვა დაწესებულებას, ზოგი კი დღესაც ეწევა სამწვრთნელო-პედაგოგიურ მოღვაწეობას.

Image 3 1

საჭადრაკო ნიჭი ამ ბუნებით დალოცვილ მიწას წარსულიდან მოსდევს და მომავალ თაობებს ანდერძად გადაეცემა. წლების განმავლობაში ბათუმი გამოირჩეოდა თავისი მოჭადრაკეებით და დღესაც ამაყობს ამით.  ახალგაზრდა მოჭადრაკეებიდან გამოირჩევა: საერთაშორისო დიდოსტატები: სალომე მელია (სალომე 2013 წლის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი და 2014 წლის ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი),  ნინო ბაციაშვილი (მრავალი პრესტიჟული და მაღალი რანგის საერთაშორისო პირველობის გამარჯვებული, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი),  გაიოზ ნიგალიძე (პირველი საერთაშორისო დიდოსტატი აჭარაში, საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრი), საერთაშორისო ოსტატი მირანდა მიქაძე,  ნოდარ ლორთქიფანიძე, ხოლო  ნორჩი მოჭადრაკეებიდან: ნატა და დიმიტრი ჯიბუტები, ირაკლი ახვლედიანი ( კლუბი ნონას რეკომენდაციით ეს ბავშვები იანვრიდან დაესწრებიან ლექციებს თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობს, აქამდე აღნიშნულ აკადემიაში შეკრებებს გადიოდნენ მხოლოდ კლუბის დიდოსტატი წევრები: სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და გაიოზ ნიგალიძე), ალექსანდრე პანასენკო,  თენგიზ დიდმანიძე, გურამ DSC 0662სვანიძე, დეა ბედოშვილი, ნინო ჟღენტი, ირაკლი ყურშუბაძე, თემურ დევაძე, თემურ ჯაყელი, თამარ ჯორთმენაძე, მარია ჩორგოლაშვილი, ნატა და ქეთი ჩხარტიშვილები, ანრი სურმანიძე, დავით გობაძე, ძმები კობა და ლუკა ჟღენტები და სხვა მრავალი ნიჭიერი და იმედისმომცემი  მოჭადრაკე. ეს რაოდენობა სრული არაა და დღითი-დღე ახალი წარმატებული გვარებით ივსება. ამ საკითხში ლომის წილი "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს მწვრთნელთა გუნდს მიუძღვით, რომლებიც შესვენების გარეშე ყოველდღიურად მუშაობენ ბავშვებთან, N1 სასპორტო სკოლაში.  კლუბის მწვრთნელები არიან საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გურამ ჭანტურია (გარი კასპაროვის აკადემიის და "უმაღლესი" კატეგორიის სერთიფიცირებული პედაგოგი, საერთაშორისო  არბიტრი, აჭარის მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი, ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი), გიორგი ჭანტურია (სპორტის ოსტაატი, გარი კასპაროვის აკადემიის და "B "  კატეგორიის სერთიფიცირებული პედაგოგი, საერთაშორისო  არბიტრი) და მარიკა ჯაფარიძე (ფიდეს ოსტატი, საერთაშორისო  არბიტრი, ფიდეს ინსტრუქტორი, დიპლომირებული მწვრთნელი, გარი კასპაროვის აკადემიის და "B"  კატეგორიის სერთიფიცირებული პედაგოგი). გაიოზ ნიგალიძე (საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ორ გზის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი, საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრი), ძირითად მწვრთნელებს საწვრთნო პროცესის წარმართვაში ეხმარებიან კლუბის დიდოსტატი წევრებიც, რომლებიც  წარმატებულ ბავშვებს აქტუალურ თემებზე სემინარებს, ლექციებს, და სეანსებს უტარებენ.

2014 წელს ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონამ" საჭადრაკო ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა და ჯერ არნახულ შედეგს მიაღწია: სექტემბრის თვეში (13-21.09) ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 7 მატჩიდან 7-ვეს მოგებით და აბსოლუტური შედეგით ჩემპიონობა მოიპოვა, დამარცხებულ გუნდებს შორის იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში გამარჯვებული მონაკოს -მონტე კარლოს მსოფლიო ნაკრები, 3 რუსეთის ძირითადი გუნდი, (მათ შორის ოლიმპიური), გერმანიის ძლიერი გუნდი და 2 ისრაელის გუნდი. გუნდის შემადგენლობა: 1. ნანა ძაგნიძე 2. ბელა ხოტენაშვილი 3. სალომე მელია 4. ნინო ბაციაშვილი და 5. მირანდა მიქაძე. გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე, გუნდის მთ. მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი, მწვრთნელი დავით ჯოჯუა, დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია.

აგრეთვე,  27.09 - 03.10. 2014 ურეკში გამართულ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში კლუბ ნონას გუნდმა წაუგებლად განვლო სატურნირი დისტანცია და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გუნდის შემადგენლობა: 1. გაიოზ ნიგალიძე 2. დავით ჯოჯუა 3. ნინო ბაციაშვილი (მამაკაცთა დაფა) 4. სალომე მელია (ქალთა დაფა) 5. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (18 წლამდე დაფა), გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე, მწვრთნელი დავით ჯოჯუა. მსაჯი გიორგი ჭანტურია. გუნდმა დაამარცხა  თბილისის, გორის, ქუთაისის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს და რუსთავის უძლიერესი გუნდები. 

2015 წელს ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა", 17-25 ოქტომბერს მაკედოონის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, აბსოლუტური შედეგით (7 ტურიდან 7-ვე მატჩის მოგებით), მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი! რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მანამდე მიღწეული შედეგი შემთხვევითი არ ყოფილა. გუნდმა დაამარცხა სამივე რუსეთის ნაკრები (ერთ-ერთი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობით), ძლიერი მაკედონის, იტალიის, ჰოლანდიის და ბელორუსიის გუნდები.

 

SAT HOT         saitostvis saqartvelos gamarjvebulebi

       ევროპის საკლუბო ჩემპიონატი (ბილბაო, ესპანეთი)                  საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი (ურეკი)

                                                                                                    

                                                             Saklubo kopie droshit                                                                                             

                                                                                ევროპის საკლუბო ჩემპიონატი (სკოპიე, მაკედონია) 

 

"საჭადრაკო კლუბი ნონა" თანდათან აუმჯობესებს საწვრთნო პირობებს და ძალ-ღონეს არ იშურებს ჭადრაკის მაღალ პროფესიულ დონეზე განვითარებისათვის.

ბევრი საინტერესო გეგმა ჯერაც ელის თავის დროს...

შედეგები უკვე სახეზეა!

წინ ახალი მწვერვალებია დასაპყრობი!

                                                                                                                                             ავტორი: მარიკა ჯაფარიძე