ქობულეთი

  •  

    ქობულეთის მიწაზე ჭადრაკს ფესვები ღრმა წარსულში აქვს გადგმული. ოდითგანვე სპორტის ამ ინტელექტუალურ სახეობას განსაკუთრებული სიყვარულით და გულისყურით ექცეოდნენ.  სხვადასხვა დროს საჭადრაკო ისტორიას ქმნიდნენ მოჭადრაკეები: რეზო თოდრია, ვლადიმერ (ვოვა) შევარდნაძე, ამირან ქათამაძე, მალხაზ ოქროპირიძე, ტარიელ მართალიშვილი, ოლეგი კარალიძე, ეთერი მემარნე, და-ძმა ირინა და ირაკლი მჟავანაძეები, გენადი ზეინალოვი, კაკაბაძე, ეფრემიდი.


    DSC 0391რეგიონი დღესაც გამორჩეულია საჭადრაკო აქტიურობით და სპორტული შედეგებით. ქობულეთის  კომპლექსურ სასპორტო სკოლაში sopikogogitidze Qobuletiჭადრაკი უკვე დიდი ხანია პრიორიტეტული სპორტის სახეობად ითვლება, ჭადრაკის სექციას ხელმძღვანელობს სპორტის ოსტატობის კანდიდატი, 1991 წლიდან დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთავარი მწვრთნელი, 2004 წლიდან აჭარის ჭადრაკის ფედრაციის პრეზიდიუმის გამგეობის წევრი, ქობულეთის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე თენგიზ ოსმანის-ძე ხალვაში. 2005 წლიდან მწვრთნელად მუშაობდა სოფიო გოგიტიძე, რომლის საერთაშორისო რეიტინგია- 1773, იგი არაერთი საერთაშორისო პირველობის გამარჯვებული და პრიზიორია, პერიოდულად სოფიკო საფრანგეთში, პარიზში მოღვაწეობდა. საფრანგეთის კლუბ "Lutece" სახელით გამოდიოდა შეჯიბრებებზე და ჭადრაკს ასწავლიდა "sainte Maguerite" Pagis 11 e სკოლაში. ქობულეთში 2012 წლამდე იმუშავა,  გათხოვდა და მეუღლესთან რევაზ ართმელიძესთან ერთად საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა. 2007 Amiran Mzhavanadzeწლიდან სასპორტო სკოლას მწვრთნელებად ძმები, ამირან (ოსტატობის კანდიდატი) და ტარიელ მჟავანაძეები შეემატნენ. პროფესიონალი მწვრთნელების გუნდურ მუხლჩაუხრელ შრომას შედეგი მოყვა, რეგიონში გამოიკვეთა წარმატებული ბავშვები:

    DSC 0457

  • ეკატერინე ცივაძე (ქ. ქობულეთის N2 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე), ქობლეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი 7 და 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის. აჭარის ჩემპიონი 7 წლამდე გოგონათა შორის. 2013 წლის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალის მფლობელი, ევროპის                                                                თასის ჩემპიონატის მონაწილე.
  • საფარიძე ია (ქ. ქობულეთის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე), ქობლეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის. აჭარის ჩემპიონი და მრავალგზის მე-2 პრიზიორი, საქართველოს და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

    ხალვაში მაია (ქ. თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის  I  კურსის სტუდენტი).  ქობლეთის მუნიციპალიტეტის 6-გზის აბსოლუტური ჩემპიონი მოსწავლე გოგონათა შორის.  აჭარის პირველობების  ჩემპიონი და  მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს პირველობების სისტემატიური მონაწილე, საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი"-ის გამარჯვებული და მე-2 ადგილის მფლობელი,  ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. 

  • Maia XalvashiEkaterine TsivadzeSaparidze Ia
  •       მაია ხალვაში                      ეკატერინე ცივაძე                    ია საფარიძე
  •  

    ვუსურვოთ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვება მოეპოვებონოთ ქობულეთის სასპორტო სკოლის ნორჩ მოჭადრაკეებს!

  •                                                                  მასალა მოგვაწოდა თენგიზ ხალვაშმა
  •                                                                    ავტორი: მარიკა ჯაფარიძე