ხელვაჩაური

ჭადრაკი ხელვაჩაურის რაიონში ოდითგანვე დიდი ინტერესის, სიყვარულის და ყურადღების საგანი იყო.  აქ მოღვაწეობდა მწვრთნელი ოთარ ვარშალომიძე - გარი კასპაროვის აკადემიის სერთიფიცირებული პედაგოგი, კარგი მოჭადრაკე ქაზიმ გორგაძე, ახლა კი რაიონის ღირსებას იცავს  ნორჩი გიორგი ჯაიანი, რომელიც საჭადრაკო სიბრძნეს, ბათუმის N1 სპორტულ სკოლაში დამსახურებულ მწვრთნელ გურამ ჭანტურიასთან, ეუფლება და სისტემატიურად მონაწილეობს რეგიონალურ და ეროვნულ პირველობებზე, აქვე ავღნიშნავთკიდევ რამოდენიმე ნიჭიერ პატარა მოჭადრაკეს, ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფელის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს: მარიამ და თევდორე გოგიტიძეებს და ელისო ჩავლეიშვილს, რომლებიც აგრეთვე გურამი და გიორგი ჭანტურიების აღსაზრდელები არიან.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეს კუთხე ფართო მასებისთვის მიძინებული იყო და არ ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას საჭადრაკო ცხოვრებაში. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რაიონი გამოცოცხლდა და საჭადრაკო ტრადიციების აღდგენას მიჰყო ხელი.

2013 წლიდან   მახინჯაურის ცენტრალურ სპორტულ სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო საჭადრაკო წრემ ნესტან მახაჭაძის ხელმძღვანელობით.

ვფიქრობთ სულ რამოდენიმე წლის შემდეგ, ხელვაჩაურელი მოჭადრაკეების წარმატებების შესახებ კიდევ არაერთხელ გავიგონებთ!

                                                                                                                          ავტორი: მარიკა ჯაფარიძე