Facebook

Jojua MasterClasi-2016-1 SAT 01  აგვისტოდან, კლუბის წარმატებული ნორჩი წევრებისთვის თემატურ მასტერ კლასებს მართავს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, "ფიდეს სენიორ ტრენერი" (FST), საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.

 მასტერ კლასის თემა:  კომბინაცია.

ტაქტიკური პოზიციები,  კომბინაციის მოტივი, ტაქტიკური ხერხები და საშუალებები.

ფორსირებული ვარიანტი,  გათვლის ტექნიკა.  

ამოცანების ამოხსნა, დეტალური გარჩევა/ანალიზი.

პრაქტიკუმი:

ბოლო ტურნირებში ნათამაშები პარტიების გარჩევა, ანალიზი.

საშინაო დავალება - დამოუკიდებელი სამუშაო:  ეტიუდები ამოსახსნელად.  

    Jojuastan Master klasi agvisto2019 1 Jojuastan Master klasi agvisto2019 2 Jojuastan Master klasi agvisto2019 3

 ბავშვებს ყოველ დღე ეძლევათ საშინაო დავალებები, დამოუკიდებლად შესასრულებლად.

რაც კიდევ უფრო ზრდის მასტერ კლასის ნაყოფიერებას და მოცემული თემატიკის გათავისების ხარისხს. 

 Jojuastan Master klasi agvisto2019 4 Jojuastan Master klasi agvisto2019 5 Jojuastan Master klasi agvisto2019 6

 იგეგმება კლუბის ძირითად მწვრთნელთა და ბავშვთა შემდგომი ერთობლივი სამუშაო პროცესის მიმართულება და თემატიკა.

ვფიქრობთ ასეთი სახის მასტერკლასები ნორჩი და იმედისმომცემი მოჭადრაკეების წინსვლისთვის აუცილებელი და შეუცვლელია.  

 Seansi Jouastan 11.08.2019 1 Seansi Jouastan 11.08.2019 4 Seansi Jouastan 11.08.2019 3

 11 აგვისტოს - ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა.

ბავშვებმა პარტიის დასრულების შემდეგ სასარგებლო რჩევები მიიღეს ტიტულოვანი მეტოქისგან. 

 Seansi Jouastan 11.08.2019 2

 ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ბატონ დავითს,

 სასარგებლო საჭადრაკო დღეებისთვის, რომელიც უთუოდ დაეხმარება ნორჩ წევრებს წინსვლაში.

 

  ფოტო გალერეა:  https://www.facebook.com/ccNONA/