Facebook

European Sport Week 2019 SAT SAIT SAB Ponit

 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, "საჭადრაკო კლუბი ნონა" ევროპის სპორტის კვირეულის (23-29.09.2019წ.) ფარგლებში, საჭადრაკო აქტივობებს და ტურნირებს მართავს (27-29.09.2019წ).

 

                           პროგრამა ტარდება "ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქი"-ს ეგიდით და მისი მიზანია

                                              მასობრივი სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია,

                                 ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ცნობადობის ამაღლება.

 

 

                     ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ა თ ა   გ ა ნ რ ი გ ი :

European Sport Week 2019 Programa European Sport Week 2019 Gancxadeba Chess frame

 

ამინდის დიდი ხელშეწყობით, კლუბი ნონას მიერ, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილმა მასობრივმა ღონისძიებამ

ბათუმის ძღვისპირა პარკში (ბულვარში) წარმატებით და ხალისიანად ჩაიარა!

 

15 საათზე   - ერთდროული თამაშის სეანსი, უკლებლივ ყველა მსურველთათვის, გამართა ბათუმში საგანგებოდ ჩამოსულმა კლუბი ნონას

საერთაშორისო დიდოსტატმა წევრმა მირანდა მიქაძემ.

თამაშის დროს ბავშვებმა სასარგებლო რჩევები მიიღეს ტიტულოვანი მეტოქისგან, ყველაზე მონდომებულმა ნორჩმა მოთამაშეებმა

შექება დაიმსახურეს, ხოლო  ნატალი აბულაძემ ნახევარი ქულის მოპოვებაც შეძლო.

Seansi Miranda Mikadze Sport Week2019 1.Seansi Miranda Mikadze Sport Week2019 2 Seansi Miranda Mikadze Sport Week2019 3

 

16:30 საათზე   - საჭადრაკო ვიქტორინის ჯერი დადგა.

მიუხედავად რთული კითხვებისა, ნორჩმა  მოჭადრაკეებმა მათ წინაშე დასმულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და

ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს სწორი პასუხებისთვის დაწესებული საჩუქრების მოპოვება.

ChessViktorina Sport Week2019 1  ChessViktorina Sport Week2019 3  ChessViktorina Sport Week2019 2

 

 17:00 საათზე   - მხიარულმა ჭადრაკმა - "ChessRun" -მა აიღო სტარტი.

ორიგინალურმა საჭადრაკო-სპორტულმა აქტივობამ ნამდვილად გაამართლა თავისი სახელწოდება.

მხიარულ ორთაბრძოლებში გამარჯვების მოპოვება შეძლეს არა მარტო ჭკვიანებმა, არამედ სწრაფებმაც.

ყველა გამარჯვებული და ყველაზე მონდომებული მოთამაშეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.

ChessRun Sport Week2019 1 ChessRun Sport Week2019 2 ChessRun Sport Week2019 3

 

კიდევ ერთმა მზიანმა და სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობებით დატვირთულმა დღემ წარმატებით ჩაიარა.

კლუბი ნონა კიდევ ბევრ საინტერესო და ორგინალურ აქტივობებს გეგმავს.

Sport Week2019 Saerto

 

 ტ უ რ ნ ი რ ე ბ ი ს   დ ე ბ უ ლ ე ბ ა :

გვერდის გადმოსატვირთად -----> სურათის გაუდიდებლად -----> მაუსის მარჯვენა ღილაკით -----> Save image as...  -----> Save  

European Sport Week 2019 Debuleba 1  European Sport Week 2019 Debuleba 2  European Sport Week 2019 Debuleba 3

 28.09.2019    (12:00 სთ)  - ღია ბლიც ტურნირი ვაჟთა და ქალთა შორის.

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში მონაწილეობა 40 -მდე მოჭადრაკემ მიიღო.

მამაკაცები და ქალბატონები ერთად ასპარეზობდნენ. 

დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს გამოყოფილი ჰქონდა 3 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.

ტურნირში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი.

გამოყოფილი იყო ფულადი ჯილდოები ვაჟთა  და ქალთა შორის.

I ადგილი - 300 ლ; II ადგილი - 200 ლ;  III ადგილი - 150 ლ;  IV ადგილი - 120 ლ;  V ადგილი - 100 ლ;  VI ადგილი - 80 ლ;  VII ადგილი - 50 ლ.

I ადგილი - 200 ლ; II ადგილი - 150 ლ;  III ადგილი - 100 ლ;  IV ადგილი - 50 ლ;

პირველ სამ ადგილზე გასული მოთამაშეები დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით, ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცათ აგრეთვე თასები.

European Week of Sport Open Blitz MW 1 European Week of Sport Open Blitz MW 2 European Week of Sport Open Blitz MW 3 

 

საინტერესო და დაძაბული ბრძოლის შემდეგ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

                                მამაკაცთა:                                                                                                                       ქალთა:

 I ადგილი - ჯამბულ მახარაძე       (7,5 ქულა)                                                   I ადგილი - ნათია ვაჩეიშვილი  (5,5 ქულა) კლუბი ნონას მწვრთნელი

 II ადგილი - გრიგოლ ვოსკანიანი  (7 ქულა)                                                      II ადგილი - თინათინ ბერიძე    (5 ქულა)

III ადგილი - ალექსანდრე რუხაძე  (7 ქულა) კლუბი ნონას მწვრთნელი        III ადგილი - ნინო კეკელიძე  (5 ქულა) კლუბი ნონას მწვრთნელი

IV ადგილი - იოსებ ტუღუში    (6,5 ქულა)                                                         IV ადგილი - ნინო ჟღენტი     (5 ქულა)

V ადგილი - თედო ბოლქვაძე   (6 ქულა) კლუბი ნონას წევრი

VI ადგილი - მიხეილ გოგუაძე  (6 ქულა)

VII ადგილი - ზვიად ქამადაძე   (6 ქულა) კლუბი ნონას მწვრთნელი

European Week of Sport Open Blitz MW Saerto Priziorebi

 

 29.09.2019    (12:00 სთ)  - ღია ბლიც ტურნირი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

 ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში მონაწილეობა 50 -მდე მოჭადრაკემ მიიღო. 

მათ შორის მოთამაშეებმა ბელორუსიიდან და რუსეთიდან.

ყველა ასაკის ჭაბუკები და გოგონები ერთად ასპარეზობდნენ.

ტურნირი მიზნად ისახვდა, არა მარტო რეიტინგის გაჩენას ან გაზრდის პერესპექტივას, არამედ უფროსი ასაკის მეტოქეებთან ძალების გამოცდასა

და თამაშის პროცესში გამოცდილების დაგროვებასაც. 

დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს გამოყოფილი ჰქონდა 3 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.

ტურნირში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი. 

Open Blitz Yout Week of Sport2019 1 Open Blitz Yout Week of Sport2019 2 Open Blitz Yout Week of Sport2019 3

პირველ სამ ადგილზე გასული 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით,

ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცათ აგრეთვე თასები.

Open Blitz Yout Week of Sport2019 4 Open Blitz Yout Week of Sport2019 5 Open Blitz Yout Week of Sport2019 6

შეუპოვარიდა უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

                     12 წლამდე ჭაბუკები:                                                                                                          12 წლამდე გოგონები: 

 I ადგილი -  ნატალი აბულაძე    (კლუბი ნონას წევრი)                                                     I ადგილი - ლულუ დიასამიძე

 II ადგილი - გიორგი გოგიაშვილი                                                                                       II ადგილი - მარიამ კალანდაძე     (კლუბი ნონას წევრი) 

III ადგილი - ლუკა მახარაძე                                                                                                 III ადგილი - ანა გოგიტიძე

IV ადგილიდიდმანიძე დავით  (კლუბი ნონას წევრი)  

 

                      10 წლამდე ჭაბუკები:                                                                                                          10 წლამდე გოგონები: 

 I ადგილი -  დემეტრე გოგიაშვილი                                                                                      I ადგილი -  თიკო ბერაია              (კლუბი ნონას წევრი)

 II ადგილი - შოთა ცეცხლაძე      (კლუბი ნონას წევრი)                                                       II ადგილი -  ნია ჯინჭარაძე           (კლუბი ნონას წევრი) 

III ადგილი - ლუკა აშიქ               (კლუბი ნონას წევრი)                                                       III ადგილი - ანანო დოლაბერიძე   (კლუბი ნონას წევრი)

IV ადგილიგიორგი ჭანტურია  (კლუბი ნონას წევრი) 

 

                       08 წლამდე ჭაბუკები:                                                                                                          08 წლამდე გოგონები: 

 I ადგილი -  კამაროვსკი მარკ   (ბელარუსია)                                                                       I ადგილი -  ანეტა ქედელიძე        (კლუბი ნონას წევრი)

 II ადგილი - ლევან მიქელაძე    (კლუბი ნონას წევრი)                                                        II ადგილი -  ელისაბედ მიქაძე      (კლუბი ნონას წევრი) 

III ადგილი -  თედო თოიძე         (კლუბი ნონას წევრი)                                                       III ადგილი -  ნინო ნაკაშიძე           (კლუბი ნონას წევრი)

IV ადგილისანდრო მამულაძე  (კლუბი ნონას წევრი)   

   

საზეიმო ვითარებაში და კარგი განწყობით დავასრულეთ, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, საჭადრაკო კლუბი ნონას მიერ

დაგეგმილი საჭადრაკო ღონსძიებები. 

Open Blitz Yout Week of Sport2019 7 Open Blitz Yout Week of Sport2019 8

 

არ მოიწყინოთ, საჭადრაკო კლუბი ნონა სულ მალე ახალი პროექტებით დაბრუნდება!

 

კენჭისყრა და შედეგები:

ღია ბლიც ტურნირი ვაჟთა და ქალთა შორის -საბოლოო შედეგები:    http://chess-results.com/tnr474988.aspx?lan=1&art=1&fed=GEO

ღია ბლიც ტურნირი ბავშვთა შორის:  http://chess-results.com/tnr475376.aspx?lan=1&art=4

 

ფოტო გალერეა:   https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1219673421574904