You are here: MAIN Archive news archive კლუბი ნონას 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

კლუბი ნონას 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

LOGO SAT 28 დეკემბერს ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონა"-მ სასტუმრო "ჩაო"ს საკონფერენციო დარბაზში 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება მოაწყო თემაზე "გაწეული მუშაობის შედეგები და შემდგომი ამოცანები". 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები: მერაბ ქიძინიძე, გელა ბოლქვაძე, არჩილ ვანაძე, ნატალია ზოიძე, ხატია ტაკიძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე,    სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები, კლუბის პარტნიორი სკოლა-ბაღების დირექტორები, მოჭადრაკეები და მშობლები. 

კლუბის მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ  კლუბის მიერ განხორციელებული პროექტების, პროგრამების, ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა დიდოსტატი და ნორჩი წევრების  მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი მიღწევები.

ნინო ბაციაშვილმა არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაასრულა, 2015 წელს ქალთა საქართველოს ჩემპიონი და  ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა. 2016 წელს ბათუმში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან პრიზე ბრინჯაო და მსოფლიო ოლიმპიადაზე მცირე ვერცხლი დაისაკუთრა. ხანტიმანსიისკში მსოფლიო ქალთა გრან პრიზე მეორე ადგილი მოიპოვა, 2017 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე თავის დაფაზე ოქრო მოიპოვა. ინგლისში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მან უძლიერეს მამაკაცებს ტოლი არ დაუდო და მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება შეასრულა.

სალომე მელიამ  2013 წელს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის, ხოლო 2014 წელს ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა. გაიმარჯვა საერთაშორისო ტურნირში - დუბაი ოპენი და  "ნონა გაფრინდაშვილის თასი-2016" ქალთა შორის.  2016 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე თავის დაფაზე ვერცხლი დაისაკუთრა ,  2017 წელს ევროპის გუნდურ პირველობაზე ოქრო მოიპოვა და გაიმარჯვა  სერბეთში გამართულ მამაკაცთა საერთაშორისო დიდისტატთა  წრიულ ტურნირში.

გოგონები საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი ძირითადი წევრები არიან.

მირანდა მიქაძემ ერთგვარი პაუზის შემდეგ, 2015 წელს საქართველოს თასზე საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა და  ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება შეასრულა. 2016 წელს  საქართველოს პირველი ლიგა მოიგო, წარმატებით იასპარეზა მერიის თასზე, სადაც "ა" ტურნირში ქალთა შორის  ვერცხლი დაისაკუთრა და აგრძელებს აქტიურ მომზადებას.

აჭარის ჩემპიონატში წარმატებულად იასპარეზეს და გვასახელეს სხვადასხვა ასაკის კლუბის ნორჩმა წევრებმაც.

18 წლამდე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ირაკლი ახვლედიანია!        

"CUNC სპორტი ბარიერების გარეშე" პროგრამის ფარგლებში საჭადრაკო რეგიონალურ ტურნირზე თამარ ჯორთმენაძემ აბსოლუტური შედეგოთ ანაკლიის საგზური მოიპოვა.

კესარია მგელაძემ ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებაში 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.

(თბილისი, 22 - 28.11.2017 წ.), ხოლო 8 წლამდე ჭაბუკებში  გიორგი ჭანტურიამ საქართველოს პირველ ლიგაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

Prezentacia GEO CLUB CUP-2017 WINNERS3 Prezentacia Antalia-2017

კლუბი ნონა სამგზის საქართველოს (2014 წ - ურეკი, 2016 წ - ლაგოდეხი და 2017 წ - თბილისი) და სამგზის ევროპის საკლუბო ჩემპიონია! (2014 წ- ბილბაო, ესპანეთი, 2015 წ -სკოპიე, მაკედონია და 2017 წ. ანტალია, თურქეთი)

ევროპის საკლუბო გუნდური ჩემპიონატი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  ტურნირად ითვლება, რომელშიც სისტემატიურად  მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კლუბები და  საუკეთესო მოჭადრაკეები.

11 დეკემბერს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, კლუბ ნონას საჭადრაკო ევრო კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი გიორგაძემ  ევროპის საკლუბო ჩემპიონთა გარდამავალი თასი გადასცა. 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 18 აგვისტოს კლუბი ნონასმთავარი მწვრთნელი ბატონი გურამ ჭანტურია სპორტის სამინისტროში ღირსების ორდენით დაჯილდოვდა! ხოლო კლუბის მენეჯერს და მწვრთნელს მარიკა ჯაფარიძეს ანტალიაში გამართულ  ფიდეს კონგრესზე არბიტრის უმაღლესი "ა" კატეგორია მიენიჭა. იგი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა "ა" კატეგორიის მფლობელი მსაჯიაქალთა შორის.

პარიზში (საფრანგეთი, 21-23 ოქტომბერი) გამართულ  BID-ის  (ბიზნესსაინიციატივოკომიტეტი-Business Initiative Directions) და BID Group One-ის მიერ ორგანიზებულ "საერთაშორსო ხარისხის" კონვენციის (World Quality Commitment) ფარგლებში   გამართულ   დაჯილდოვებაზე   ოქროს   კატეგორიაში  ნომინირებულ ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს გადაეცა სახელობითი ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი". მსოფლიო   ხარისხის   კულტურაში  შეტანილი განუზომელი წვლილისათვის, დემონსტრირებული   პროფესიონალიზმისა   და   მოკლე   ხანში   მიღწეული   შთამბეჭდავი   წარმატეტებისათვის

აღინიშნა  კლუბი ნონას სწორად წარმართული სტრატეგია და ეფექტური მენეჯმენტი, აგრეთვე კლუბის ოფიციალური საიტის მაღალი დონე. კლუბმა ნონამ აქტიური მონაწილეობა მიიღო "მსოფლიო ხარისხის" საერთაშორისო სემინარში. კონვენციის პარტნიორი "იმარ პრესი" 2 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს კლუბი ნონას შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში.

19 Chess Gardamavali Tasi  Parizi4

 

21 დეკემბერს სასტუმრო "ჰოლტონში" გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის წარმატებული სპორტსმენების და მწვეთნელების დაჯილდოების ცერემონიალზე კლუბი ნონა 5 ნომინაციაში იყო წარმოდგენილი. ინდივიდუალური ჯილდოები განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის გადაეცათ: ნინო ბაციაშვილს, სალომე მელიას, მარიკა ჯაფარიძეს  ირაკლი ახვლედიანს, ხოლო ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" 2017 წლის საუკეთესო კლუბად აღიარეს!

კლუბმა მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან. ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს აზერბაიჯანთან, ლიტვასთან და უზბეკეთთან. დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები. 

წლევანდელი წელი უხვი და გამორჩეული იყო კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებებითა და გაცვლითი პროგრამებით. აპრილში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას თასი-2017 სენიორთა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცნობილი ვეტერანი მოჭადრაკეები.

ივლისის თვეში მე-3 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი-2017" (ბათუმი, 01-12.07.2017 წ.) "კაისა". მის ფარგლებში გაიმართა 11 დამოუკიდებელი ტურნირი. რომლებშიც დაითვალა საერთაშორისო რეიტინგები. მთავარ "ა" ტურნირში შესრულდა ფიდეს საერთაშორისო წოდებები და ნორმები. ყოველ წელს შეიმჩნევა მონაწილე ქვეყნების და მოჭადრაკეთა რაოდენობის მატება. წელს ფესტივალში 19 ქვეყნის 400-ზე მეტი მაღალი დონის მოჭადრაკე ასპარეზობდა. ტურნირი მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ტარდება და თანდათან სტაბილურად იმკვიდრებს საპატიო ადგილს მსოფლიო საჭადრაკო არენაზე. აგრეთვე ინტერნეტ სივრცეშიც დადებითი გამოხმაურებით და შეფასებით სარგებლობს. "ა" ტურნირის ყველა პარტიას ტრანსლირებას უწევდა მსოფლიოში ცნობილი საჭადრაკო საიტი "ChessBomb".  წელს ტურნირის ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა ქვეყნის 1500-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. რაც წინაპირობაა იმის, რომ 2018 წელს ტურნირს კიდევ უფრო მეტი მონაწილე და ჩამოსული სტუმარი ეყოლება! ფეტივალის ფარგლებში გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი. დეკემბრის თვეში ტრადიციულისაახალწლო ფესტივალი 5 დამოუკიდებელ ტურნირად ჩატარდა.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კლუბს ეწვია თურქეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, უზბეკეთის საჭადრაკო სკოლები, კლუბს გასვლები ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ქუთაისის, ჩოხატაურის საჭადრაკო სკოლაში. იანვრის დასაწყისში კლუბის სხვადასხვა ასაკის ყველაზე წარმატებული ნორჩი წევრები და მწვრთნელები გაემგზავრნენ ლიტვაში. სადაც ჯერ ვილნიუსის საჭადრაკო კლუბს ესტუმრენ, ხოლო შემდეგ დრუსკინინკაის საჭადრაკო კლუბს "იოდა ბალტას", პროგრამას შემოუერთდ გროდნენსკის საჭადრაკო სკოლა სანქტ პეტერბურგიდან. გაიმართა მეგობრული მატჩები, ერთდროული თამაშის სეანსები დიდოსტატებთან და ოსტატებთან. ბავშვებმა და მწვრთნელებმა იასპარეზეს დრუსკინინკაის საერთაშორისო რაპიდ და ბლიც ტურნირებში, მწვრთნელები დაესწრენ საერთაშორისო მწვრთნელთა სემინარებს. ნოემბერში საპასუხო ვიზიტით და ვრცელი საჭადრაკო პროგრამით ვეწვიეთ აგრეთვე ბაქოს (აზერბაიჯანი) საჭადრაკო კლუბს "AG AT" (თეთრი ცხენი).

Prezentacia2-2017 Prezentacia Saerto-2017

კლუბი პერიოდულად მართავდა ერთდრიული თამაშის სეანსებს ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილთან, ეროვნული ნაკრების მწვრთნელ დიდოსტატებთან დავით ჯოჯუასთან, ხვიჩა სუპატაშვილთან, ლაშა ჯანჯღავასთან, კლუბის დიდოსტატ წევრებთან ნინო ბაციაშვილთან, სალომე მელიასთან და მირანდა მიქაძესთან.

კლუბმა ჩაატარა სამ ეტაპიანი მწვრთნელთა გადამზადების მასტერ კლასები მოწვეულ ფიდეს სენიორ მწვრთნელთან საერთაშორისო დიდოსტატთან დავით ჯოჯუასთან და ლაშა ჯანჯღავასთან, აგრეთვე თემატური მასტერ კლასები წარმატებული ნორჩი წევრებისთვის.

კლუბმა მოიწვია საქართველოს ფედერაციის ლექტორი ალექსანდრე არსენიძე და სკოლის ჭადრაკის პედაგოგთა გადამზადება და სერთიფიცირება ჩაატარა.

კლუბმა ნონამ ორგანიზება გაუწია აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულებასთან ერთად ერთობლივ პროექტებს. 

ყოველივე ამან მკვეთრად გაზარდა ჭადრაკის მასობრიობა რეგიონში, აგრეთვე კლუბი ნონას ცნობადობა და პოპულარობა.

ხანმოკლე სიტყვიერი მოხსენების შემდეგ სტუმრებს დიდ ეკრანზე ვრცელი ვიდეო ანგარიში ელოდათ გაწეული საქმიანობის, განხორციელებული აქტივობების და მიღწევების შესახებ. 

მოხსენებას და საახალწლო ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალს ეკრანზე ფონად დაყვებოდა  სლაიდ შოუ. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდებოდა წარსულის მომღიმარი სახეები, ჩვენი დროის ღირსშესანიშნავი მოვლენები, მწვრთნელები, მოსწავლეები, ტურნირების ამსახველი მომენტები და დაუვიწყარი უკვე ისტორიად ქცეული კადრები. 

მეტი თვალსაჩინოებისათვის დარბაზში მოეწყო კლუბის მიერ მოპოვებული ჯილდოების კუთხე, სადაც ყველა მსურველს შეეძლო 2013 წლის აპრილიდან დღემდე მოპოვებული ჯილდოების დათვალიერება.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კლუბ ნონას ბაზაზე ამჟამად სრულიად უსასყიდლოდ, ყველა დონეზე, სხვადასხვა ასაკის 300-ზე მეტი ბავშვი ეუფლება საჭადრაკო სიბრძნეს! აგრეთვე სკოლა-ბაღებში კლუბის მწვრთნელები ატარებენ კვირაში 3 ჯერ გაკვეთილებს და შიდა ტურნირებს.

Prezentacia1-2017  Prezentacia3-2017     

მოეწყო კლუბის განახლებული ოფიციალური ვებ გვერდის www.chessbatumi.ge დათვალიერება. 2015 წლიდან  საიტი უკვე სამ ენაზე ფუნქციონირებს: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ინტერნეტ სივრცეში მას კარგი რეიტინგი აქვს და საკმაოდ პოპულარულია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს შორის. საღამოზე საჭადრაკო ჩანახატის "ჭადრაკის დაფასთან განვლილი ცხოვრება" გაიმართა, რომელშიც წარმოდგენილია 3 თაობის ცვლა და მოჭადრაკე რომელიც ცხოვრებას საჭადრაკო პარტიას ეთამაშება. გაჟღერდა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ფიდეს სლოგანიც GENS UNA SUMUS-ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!   

Prezentacia4-2017 Prezentacia5-2017

ყოვლისმომცველი ანგარიშის შემდეგ კლუბის ტრადიციული საახალწლო ტურნირების გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება გაიმრთა.

საპრიზო ადგილებზე გასულ  მოჭადრაკეებს, გადაეცათ  სიგელები, მედლები და თასები. მამაკაცთა და ქალთა ტურნირზე გამოყოფილი იყო ფულადი ჯილდოები. 

Prezentacia6-2017

 

ნ ო მ ი ნ ა ც ი ა

                                         2017 წლის საუკეთესო შედეგის მქონე კლუბის წევრი                                                                   

 კლუბის სპეციალური ჯილდო - თასები და სერთიფიკატები

   ირაკლი ახვლედიანი    - U18/B საქართველოს და U20/B აჭარის  ჩემპიონი

   თედო ბოლქვაძე            - აჭარის U18/B  ჩემპიონი

   დიმიტრი ჯიბუტი         - აჭარის U16/B  ჩემპიონი

   გიორგი გაბუნია             - აჭარის U12/B  ჩემპიონი

   გიორგი გოგიაშვილი     - აჭარის U08/B  ჩემპიონი

   ნატა ჯიბუტი                    - აჭარის U18/ G ჩემპიონი

   კესარია მგელაძე - საქართველოს ფედერაციის თასის გამარჯვებული U08/G 

                                                         

2017 წლის წარმატებული კლუბის წევრი 

კლუბის სპეციალური სერთიფიკატები

გიორგი ჭანტურია        - საქართველოს პირველი ლიგა ბრინჯაოს მედალი

აჭარის ჩემპიონატის პრიზიორები:

მარიამ კალანდაძე , თიკო ბერაია, ნატალი აბულაძე, ალექსანდრე მსხალაძე, გოგა ლორთქიფანიძე, თენგიზ დიდმანიძე, თამარ ჯორთმენაძე             

ვულოცავთ კლუბის წევრებს მიღწეულ წარმატებას !!!

კლუბ ნონამ მადლობა გადაუხადა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს კლუბის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის!

მადლობის ბარათებით კლუბმა დააჯილდოვა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე ის პირები ვინც სპორტის ამ ულამაზესი ინტელექტუალური სახეობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. რეგიონში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობისათვის მადლობის ბარათი და სუვენირი გადაეცათ აჭარის რადიოს სპორტულ კომენტატორს გოგი მურვანიძეს და გაზეთ "აჭარის" ჟურნალისტს მანანა ძიძიშვილს.

 Prezentacia7-2017 Prezentacia8-2017

განსაკუთრებული მადლობა ტელევიზიის და რადიოს წარმომადგენლებს, თანამშრომლებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ძალ-ღონეს არ იშურებდნენ კლუბის წარმატებების და წინ გადაგმული თითუეული ნაბიჯის გასაშუქებლად. 

კონფერენციის შემდეგ სტუმრებს დახვეწილად და ორიგინალურად გაფორმებული ფურშეტი ელოდა.  

საზეიმო ვითარებაში გაიჭრა კლუბის სახელობითი ტორტი.   

დამსწრეებმა ტრადიციული ქართული ღვინით ადღეგრძელეს და გზა დაულოცეს ბათუმის, აჭარის და მთლიანად საქართველოს სიამაყეს,

წარმატებულ კლუბს -  ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონა"-ს!

Prezentacia-2017