Facebook

ტურინვესტ ჯგუფი ლოგო 10 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ ტურინვესტ ჯგუფის საჭადრაკო პირველობას უმასპინძლა.

 სამუშაო პროცესის გამრავალფეროვნების, ჭადრაკის პოპულარიზაციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის

 ხელშეწყობის მიზნით, ტურინვესტ ჯგუფის თანამშრომლებისთვის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

 

ორგანიზატორები: ტურინვესტ ჯგუფი

ტექნიკური/პროფესიული მხარდაჭერა: ბათუმის ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი ნონა 

(სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ფარგლებში)

  

პირველობა წრიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა, სწრაფი ჭადრაკის (რაპიდი) წესებით.

დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.

მონაწილეები: უჩა ფუტკარაძე,ცოტნე ჩაგუნავა,გიორგი გოჩიტაშვილი,თედო სულაბერიძე,გიორგი ქასრაძე,ერეკლე ტარტარაშვილი,ზაური მახარაძე და ლუკა ჭყოიძე. 

 

TurinvestGroup 2024 1 TurinvestGroup 2024 2 TurinvestGroup 2024 3 

დაძაბულმა ორთაბრძოლებმა მაყურებლები მოიზიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. 

 

 

TurinvestGroup 2024 5   

                                                 საპრიზო სამეული:

 

              I  ადგილი    -  გიორგი გოჩიტაშვილი                  

         II - III ადგილი  - უჩა ფუტკარაძე               

         II - III  ადგილი  - ცოტნე ჩაგუნავა  

                                                   

      გამარჯვებულს დიპლომი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა!

 

 

 

 

 TurinvestGroup 2024 4

    

    ტურინვესტ ჯგუფი:    https://tourinvest.ge/ge/     

    ფოტო გალერეა:    https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.1017731627059053