Facebook

1 SATSAB

  ამა წლის 24-25 სექტემბერს, ბათუმის ზღვისპირა პარკში სპორტის ფესტივალი გაიმართა ჭადრაკში, ბილიარდში და მაგიდის ჩოგბურთში.

 

 ფესტივალის ორგანიზატორები: 

 ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; ბათუმის სპორტული ცენტრი.

 ტექნიკური უზრუნველყოფა: ბათუმის ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა".

 

  ჭადრაკში პირველობები ოლიმპიური სისტემით,  ორ დამოუკიდებელ ტურნირად ჩატარდა

  ვაჟთა შორის (12 მონაწილე) და ქალთა შორის (9 მონაწილე).

  მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ არაპროფესიონალ მოჭადრაკეებს.

  დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს 10-10 წუთი ჰქონდა გამოყოფილი პარტიის ბოლომდე.

 

  24 სექტემბერს I და  II ტურის შეხვედრები, ხოლო 25 სექტემბერს დასკვნითი III ტურის - ნახევარფინალები 

  და  IV ტურის - ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

 Sportis Festivali 24 25 2019 1 Sportis Festivali 24 25 2019 2 Sportis Festivali 24 25 2019 3

  პარტიები დინამიურად და საინტერესოდ წარიმართა. მოთამაშეებს გულშემატკივარიც ბევრი ყავდა და მაყურებელიც.

 

 დაძაბული ბრძოლის შემდეგ საპრიზო სამეულებიც გამოვლინდნენ:

 ვაჟთა შორის:     I ადგილი - ალექსანდრე რუხაძე;    II ადგილი - ამირან მგელაძე;      III ადგილი - ბადრი ბოლქვაძე ; 

 ქალთა შორის:   I ადგილი - ქეთი კეკელიძე;              II ადგილი - ლიკა ამყოლაძე;      III ადგილი - ხატია ბერიძე;

 

საპრიზო სამეულები თასებით, მედლებით, სიგელებითა  და ორგანიზატორების მიერ დაწესებული

ფულადი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.  

(I ადგილი - 400 ლ. ;  II ადგილი - 300 ლ. ; III ადგილი - 150 ლ.-ანი ვაუჩერები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის). 

Sportis Festivali 24 25 2019 4 Saerto

 

congratulations 

22y4-6ow25alcexiz-trae4  

           ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"

   ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! 

 

 

         

 

         ფოტო გალერეა:          https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=1217390758469837

         ბათუმის სპორტული ცენტრი:      https://www.facebook.com/batsyc/