You are here: Главная Архив Архив новостей 3rd - “Batumi Municipality Cup – 2017”

3rd - “Batumi Municipality Cup – 2017”

NEWS BMC-2016 SAT  01 - 12 ივლისის ჩათვლით ბათუმი მესამე დიდ საერთაშორისო ნორმიან საჭადრაკო ფესტივალს "ბათუმის მერიის თასი-2017"-ს მასპინძლობს!

 

ფესტივალს ყოფილი ჭადრაკის სასახლე "კაისა" მასპინძლობს. (თამარ მეფის გამზირი N43)

ტურნირის ორგანიზატორები არიან:

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

საჭადრაკო კლუბი ნონა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

მხარდამჭერები:     აჭარის ტელევიზია;    აჭარის რადიო.

Darbazi -2017 Meriis tasi-2016 5 Batumis meriis tasi-2017

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წარმომადგენლებმა ფესტივალი გახსნილად გამოცხაეს და ტურნირის მონაწილეებს წარმატება

უსურვეს დაძაბულ ორთაბრძოლებში.

ტურნირის გახსნა ტექნიკურ ხასიათს ატარებდა.

ტურნირის მთავარმა მსაჯმა საერთაშორისო არბიტრმა მარიკა ჯაფარიძემ, დამსწრეთ დებულების ძირითადი მხარეები გააცნო.

აგრეთვე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე რომ 1 ივლისიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა ფიდეს განახლებული წესები.

აღნიშნა ძირითადი ცვლილები რომელ პუნქტებს შეეხო.

წელს ფესტივალი გამორჩეულად წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანია.

მონაწილეობას ღებულობს 19 ქყვეყნის მაღალი რანგის 400 -მდე უძლიერესი მოჭადრაკე.

241 ქართველი მონაწილედან 60-მდე მოჭადრაკე აჭარის რეგიონს წარმოადგენს! 

Mariis Tasi-2017 stendi Meriis tasi-2017 Darbazii Batumis meriis Tasi-2017 Gulshematkiverebi 

ფესტივალის ფარგლებში იმართება შემდეგი ტურნირები:

"ა - ტურნირი" (Open - 2200 >) - რომელშიც ითვლება  ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი -

შესაძლებელია ფიდეს სხვადასხვა წოდებების ნორმების შესრულება,  აგრეთვე საერთაშორისო რეიტინგის გაჩენა და ამაღლება.

"ბ - ტურნირი" (B Open - 2200 <)- ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

შესაძლებელი ფიდეს წოდებების შესრულება, რეიტინგის ამაღლება.

"ცე - ტურნირი" (C Open - 1600 <) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი. 

ასაკობრივი ტურნირები:

8 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში- (U08/B&G) 

10 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში-(U10/B&G) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

12 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში-(U12/B&G) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

11.07.2017 ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირია დაგეგმილი. რომელშიც აგრეთვე დაითვლება საერთაშორისო რეიტინგი.

ყველა აღნიშნული ტურნირი დარეგისტრირებული იყო ფიდეში და განთავსებლი იყო ფიდესა და საქართველოს ფედერაციის ღონისძიებათა კალენდარში .

ტურნირში ასპარეზობენ: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, რუსეთის, სასომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქეთის,

საბერძნეთის , ეგვიპტის, , ლიტვის, ბელორუსიის, გერმანიის, კუვეიტის, გაერთიანებული არაბეთს საემიროების , პოლონეთის, ირანის,  

ავღანეთის  დელეგაციები და ცნობილი მოჭადრაკეები.

25 დაფაზე ფესტივალის ყველაზე მაღალი რანგის "ა" ტურნირის ყველა დაფის  ტრანსლირება ხდება, ელექტრონული დაფების მეშვეობით.

 მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ გულშემატკივარს საშუალება აქვს პირდაპირ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად ადევნოს თვალი პარტიების მსვლელობას.

 LIVE პარტიების ტრანსლირება კლუბ ნონას საიტზე  www.chessbatumi.ge  ხორციელდება!

"ა" ტურნირის ლაივს გადმოსცემს აგრეთვე საჭადრაკო სამყაროში  ყველაზე ცნობილი ვებ გვერდი "CessBomb", რომელიც მსოფლიოში წამყვან და

ყველაზე პოპულარულ მაღალი რანგის საჭადრაკო ტურნირებს უზრუნველყოფს LIVE ტრანსლირებით!

Meriis Tasi-2017 1 Meriis Tasi-2017 2 Meriis Tasi-2017 3

ფესტივალის ფარგლებში სტუმრების (ვიზიტორების) რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა!

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის "ბათუმის მერიის თასი-2017"-ის  ფარგლებში ბათუმს 1500-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს,

რაც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

ბათუმი აქამდე უამრავი უმაღლესი რანგის საჭადრაკო ტურნირის მასპინძელი იყო. მაგრამ ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი ტურნირი

საკუთარი ძალებით, სხვა საჭადრაკო ორგანიზაციების ჩაურევლად,  პირველად  ტარდება! 

ყველა ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება.

დაგვიანებისთვის მოთამაშეებს 1 სთ. აქვთ გამოყოფილი.

დროის კონტროლი:   "ა და  ბ - ტურნირი" (A &B Open ) - 1 სთ და 30 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

"ც და  ასაკობრივი ტურნირები" ( C Open & Youth ) - 1 სთ და 30 წთ  პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

ფესტივალის ძირითადი ტურნირების საზეიმო დახურვა 10 ივლისს  გაიმართება.

 

Gundebi mini fexburti 1 fexburtis procesi Mini fexbutri 2 Gulshematkivrebi Mini Fexburti

06 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში მეგობრული მინი ფეხბურთის ტურნირი გამართა.

ამინდმა საშუალება მოგვცა გარე სტადიონზე გაგვემართა მატჩები.

მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო : ბათუმის "ნონა", ქუთაისის 2 გუნდი, თბილისის "ლომები",  უზბეკეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი და კუვეიტის გუნდი.

შემადგენლობა (4 მოთამაშე და მეკარე).  ტაიმის ხანგრძლივობა 15 წთ. შეხვედრები ნოკაუტ სისტემით გაიმართა, წაგებული ტოვებდა ტურნის.

ფინალში ერთმანეთს ბათუმის "ნონა" და სასომხეთის გუნდი დაუპირისპირდა.

შეუპოვარი და უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ გამარჯვება სტუმრებს ხვდა წილად.

Misalmeba Mini fexburti Gamarjvebulebi-2017 Mini fexburti

ძირითადი ტურნირების საზეიმო დახურვა 10 ივლისს  გაიმართა, 19:00 სთ-ზე.

სტუმრებს საღამო გაულამაზა და კონცერტი გაუმართა ბათუმის სტუდია "ლიმპოპო"-მ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ხორუმი".

დახურვას ესწრებოდნენ მთავრობიდან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ბატონი ავთანდილ ბერიძე,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბატონი ბადრი ნაკაშიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ბატონი თამაზ ნიკოლაიშვილი  და სხვა ოფიციალური პირები. სიტყვით გამოვიდნენ: ტურნირის ორგანიზატორი და ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონას დირექტორი გიორგი ჭანტურია, ფესტივალის მთავარი მსაჯი მარიკა ჯაფარიძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდიუმის წევრი, ბავშვთა და მოზარდთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ფესტივალის სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე გენადი ნესისი, ბატონი ავთანდილი და ბატონი ბადრი,  მათვე დააჯილდოვეს სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულები. 

ყველა სტუმარმა და გამომსვლელმა აღნიშნა ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება, დიდი მადლობა გადაუხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის  და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა უკვე ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო ფესტივალს "ბათუმის მერიის თასს"!

 2 20031941 723639144511670 3475396854338504313 n 1 19894949 723638811178370 5845464543130505899 n 3 19959441 723639014511683 2385308023805769228 n 8 19895107 723641207844797 7466249575914183969 n

11 ივლისს ფესტივალის ფარგლებში ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი გაიმართა! თითოეულ მონაწილეს 3 წუთი ჰქონდა ფიქსირებული დრო, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. დაითვალა საერთაშორისო რეიტინგი. შეჯიბრში 13 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სასომხეთი, რუსეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ეგვიპტე, კუვეიტი, მოლდავეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები) 100 მდე მაღალი დონის მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

5 19990454 724157554459829 2669383461605686145 n 6 19756682 724157284459856 4838967720352263566 n 4 19884243 723638584511726 6863832632205228035 n

"ა - ტურნირში" შემდეგი ფიდეს საერთაშორისო ნორმები შესრულდა:

დავიდ პარავიანი (რუსეთი) -  შეასრულა საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა GM

სტეფან პოღოსიან (რუსეთი) - შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა IM

თამაზ მგელაძე (საქართველო) -  შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა  IM

მარიამ ჭოლაძე (საქართველო) -  შეასრულა საერთაშორისო ქალთა ოსტატის ნორმა  WIM

მერი ჟორჟოლიანი (საქართველო) -  შეასრულა საერთაშორისო ქალთა ოსტატის ნორმა  WIM

უამრავმა მოჭადრაკემ აიმაღლე საერთაშორისო რეიტინგი, დარეგისტრირდა ფიდეში და გაიჩინა რეიტინგი. 

Meriis tasi-2016 17 7 20106346 724158677793050 4667849375108461415 n

ბათუმმა დიდი გულით და ჩვეული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა უცხოელ მოჭადრაკეებს. 

ტურნირი შედგა!

წინ ახალი საჭადრაკო ჰორიზონტები იშლება!!!

 

 

congratulations

მე-3 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  "ბათუმის მერიის თასი - 2017"

ს ა პ რ ი ზ ო   ა დ გ ი ლ ე ბ ი 

ა ტურნირი (Open A)

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი

I   ადგილი - თორნიკე სანიკიძე    (საქართველო) საერთაშორისო დიდოსტატი   7 ქულა

II  ადგილი - გიორგი სიბაშვილი   (საქართველო) საერთაშორისო ოსტატი          7 ქულა

III ადგილი - გიგა ყუფარაძე  (საქართველო)  საერთაშორისო დიდოსტატი        7  ქულა

ქ ა ლ ე ბ ი

I   ადგილი -  ლილიტ გალოიან  (სასომხეთი)  საერთაშორისო ოსტატი            5,5  ქულა

II  ადგილი - ნინო ხომერიკი  (საქართველო)    ქალთა საერთაშორისო ოსტატი   5  ქულა

III ადგილი - სოფიკო ტერელაძე  (საქართველო) ქალთა საერთაშორისო ოსტატი     5 ქულა

ბ ტურნირი (Open B)

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი

I    ადგილი -  კარენ გრიგორიან  (სასომხეთი)   7,5 ქულა

II   ადგილი - ამილ აბასოვ  (აზერბაიჯანი)    7,5 ქულა

III  ადგილი - გრიგოლ ვოსკანიან     (ბათუმი, საქართველო)    7 ქულა

ქ ა ლ ე ბ ი

I   ადგილი  - ანა შამათავა   (საქართველო)               6 ქულა

II  ადგილი - ნინო ჯალაღონია   (საქართველო)      6 ქულა

III ადგილი -  თინათინ ბერიძე   (ბათუმი, საქართველო)     6 ქულა

16   წ ლ ა მ დ ე  -  ჭაბუკები

I    ადგილი -  ნიკა ხვადაგიანი (საქართველო)    6,5  ქულა

II  ადგილი -  უღურ ილიასლი  (აზერბაიჯანი)   5,5  ქულა

III ადგილი - დავიდ დავტიან   (სასომხეთი)       5 ქულა

16   წ ლ ა მ დ ე  -  გოგონები

I    ადგილი -  ანა ხაჩატრიან (სასომხეთი)    4  ქულა

II  ადგილი -  ლილე ქორიძე   (საქართველო)        4 ქულა

 III ადგილი - თამარ ონიანი   (საქართველო)    4 ქულა

14   წ ლ ა მ დ ე -  ჭაბუკები

I     ადგილი -  გიორგი ნაყოფია  (საქართველო)   5,5 ქულა

II   ადგილი -  ატილა ეინულაიევ  (აზერბაიჯანი) 5 ქულა

III  ადგილი - სულეიმან სულეიმანლი (აზერბაიჯანი)  5 ქულა

14   წ ლ ა მ დ ე  -  გოგონები

I    ადგილი -  თამარ ესაძე  (საქართველო)        4,5  ქულა

II  ადგილი -  ვერონიკა ხაჩატრიან   (სასომხეთი) 3 ქულა

 III ადგილი - ანა ჯაფარიძე  (საქართველო)         

ს ე ნ ი ო რ ი  მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი  50+

I     ადგილი - მუშეგჰ მინასიან  (სასომხეთი)  6  ქულა

II   ადგილი - ჰოვიკ შაჰინიან (სასომხეთი)  6 ქულა

III  ადგილი - ფრიდონ ყალაგაშვილი  (საქართველო)  5,5 ქულა

ს ე ნ ი ო რ ი  ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ე ბ ი  50+

I     ადგილი - ციალა ქასოშვილი   (საქართველო) 4,5 ქულა

ს ე ნ ი ო რ ი  მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი  65+

I     ადგილი -  გენრიხ ფაშაიან   (სასომხეთი)  4  ქულა

II   ადგილი -  კარლო კაბაჯიან   (საქართველო)  4 ქულა

III  ადგილი - გარეგინ ალეკიან   (სასომხეთი)  2,5 ქულა 

"ცე" ტურნირი (Open C) 

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი 

I   ადგილი - არმან საჰაკიან (სასომხეთი)            8 ქულა 

II  ადგილი - თორნიკე კალანდაძე  (ბათუმი, საქართველო)    7  ქულა 

III ადგილი - ანდრანიკ აბრაჰამიან  (სასომხეთი)                        7  ქულა 

ქ ა ლ ე ბ ი 

I   ადგილი -  თამარ ჭანტურია  (საქართველო)              6,5  ქულა 

II  ადგილი - სრბუჰი სარგსიან    (სასომხეთი)               6  ქულა 

III ადგილი - შაიმა ნომან           (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)   5  ქულა

ა ს ა კ ო ბ რ ი ვ ი   ტ უ რ ნ ი რ ე ბ ი

12  წ ლ ა მ დ ე    (U12)

ჭ ა ბ უ კ ე ბ ი

I     ადგილი - თეიმურაზ კვიკვინია         (საქარტველო)   7,5  ქულა

II   ადგილი - თორნიკე კუპატაძე     (საქართველო)       7 ქულა

III  ადგილი -  ჯაბა ადამია             (საქართველო)      7  ქულა

გ ო გ ო ნ ე ბ ი

I     ადგილი -  რუსუდან მაღლაკელიძე (საქართველო)     8 ქულა

II   ადგილი -  ელენე წოწონავა   (საქართველო)  7,5 ქულა

III  ადგილი -  იულიანა ტოკმაკოვა  (რუსეთი)    7,5  ქულა

10  წ ლ ა მ დ ე  (U10)

ჭ ა ბ უ კ ე ბ ი

I     ადგილი - კახაბერ კიზირია  (საქართველო)   7 ქულა

II   ადგილი -  ივან ვოდილოვ   (რუსეთი)        7 ქულა

III   ადგილი -  ალექსანდრე ყორღანაშვილი  (საქართველო)   6,5  ქულა

გ ო გ ო ნ ე ბ ი

I     ადგილი  -  ალუა ნურმანოვა (ყაზახეთი)    7,5 ქულა

II   ადგილი  -   ბარბარე ცირეკიძე        (საქართველო)    6,5  ქულა

III   ადგილი -  ანაჰიტ მურადიან     (სასომხეთი)   6  ქულა

08  წ ლ ა მ დ ე  (U08)

ჭ ა ბ უ კ ე ბ ი

I     ადგილი  -  ლუკა კილაძე  (საქართველო)   7,5   ქულა

II   ადგილი  - გიორგი ჭანტურია  (საქართველო)  7,5   ქულა

III   ადგილი - ლუკა წურწუმია  (საქართველო)   6,5   ქულა

გ ო გ ო ნ ე ბ ი

I     ადგილი  -  ანასტასია კირთაძე  (საქართველო)   7,5 ქულა

II   ადგილი  -  ქრისტინე ხვადაგიანი  (საქართველო)   7,5  ქულა

III   ადგილი -  მარიამ ცეცხლაძე  (საქართველო)   7  ქულა

 

ბლიც ტურნირი  (Open Blitz)     3 წთ, +2 წამი ყოველ სვლაზე

მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი

I     ადგილი  -   გიგა ყუფარაძე  (საქართველო) საერთაშორისო დიდოსტატი  8,5  ქულა

II   ადგილი  -  თორნიკე სანიკიძე  (საქართველო)  საერთაშორისო დიდოსტატი    7   ქულა

III   ადგილი -  დავიდ პარავიან  (რუსეთი)  საერთაშორისო  ოსტატი    7  ქულა 

ქ ა ლ ე ბ ი

I     ადგილი  -   სოფიკო ტერელაძე (საქართველო)  ქალთა საერთაშორისო ოსტატი    6 ქულა

II   ადგილი  -  მირანდა მიქაძე   (ბათუმი, საქართველო)    ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი    5,5  ქულა

III   ადგილი -  მერი არაბიძე  (საქართველო)  საერთაშორისო ოსტატი  5,5  ქულა 

16   წ ლ ა მ დ ე

I     ადგილი  - ალტაი ეინულაიევ   (აზერბაიჯანი)   6 ქულა

II   ადგილი  - საიდაკბარ საიდალიევ   (უზბეკეთი)  6  ქულა

III   ადგილი - დავიდ დავტიან  (სასომხეთი)  6  ქულა

14   წ ლ ა მ დ ე

I     ადგილი  -  ჯავოხირ სინდაროვ (უზბეკეთი)  6  ქულა

II   ადგილი  -  მაჰამად მურადლი  (აზერბაიჯანი)  6 ქულა

III   ადგილი -  გიორგი ნაყოფია  (საქართველო)  5  ქულა

 

22y4-6ow25alcexiz-trae4

ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წინსვლას ! ! !

ფესტივალში კლუბ ნონას მიერ დაწესებული იყო სპეციალური პრიზები კლუბის წევრ ბათუმელი მოჭადრაკეებისათვის.

საუკეთესო ბათუმელ მოჭადრაკეებად დასახელდნენ თორნიკე კალანდაძე და თინათინ ბერიძე

მათ კლუბის განსხვავებული თასები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კლუბის ყველაზე პატარა იმედის მომცემი მოჭადრაკეების ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ლევან მიქელაძე და

კესარია მგელაძე, რომლებიც  თასებით, დიპლომებით და ფასიანი საჩურებით დასაჩუქრდნენ.     

   

 

 კენჭისყრა და შედეგები იხილეთ/ Pairings and Results:

"ა" ტურნირი    (Open A):  http://chess-results.com/tnr290272.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

"ბ" ტურნირი    (Open B):  http://chess-results.com/tnr290273.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

"ცე" ტურნირი  (Open C):   http://chess-results.com/tnr290274.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

8 წლამდე ჭაბუკები    (U08 Boys):   http://chess-results.com/tnr290279.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

8 წლამდე გოგონები   (U08 Girls):    http://chess-results.com/tnr290280.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

10 წლამდე ჭაბუკები  (U10 Boys):   http://chess-results.com/tnr290277.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

10 წლამდე გოგონები (U10 Girls):   http://chess-results.com/tnr290278.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

12 წლამდე ჭაბუკები  (U12 Boys):   http://chess-results.com/tnr290275.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

12 წლამდე გოგონები (U12 Girls):   http://chess-results.com/tnr290276.aspx?lan=1&art=2&rd=9&fed=UKR&flag=30&wi=821

 

ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი    (Open Blitz):  http://chess-results.com/tnr290282.aspx?lan=1&art=0&flag=30&wi=821

 

L I V E  - პარტიები/ L I V E  - GAMES :   http://chessbatumi.ge/batumi2017/index.htm

 

ფოტო გალერეა / Photo Gallery  :  https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=720043681537883