You are here: Главная Архив Архив новостей თემატური გაკვეთილები საერთაშორისო დიდოსტატთან დავით ჯოჯუასთან ერთად

თემატური გაკვეთილები საერთაშორისო დიდოსტატთან დავით ჯოჯუასთან ერთად

LOGO 250x200 SATJOJUAMASTERKLAS 04 აგვისტოდან ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ფიდეს სენიორ ტრენერი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა კლუბი ნონას მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში კლუბის ძირითადი მწვრთნელებისთვის მასტერკლასებს, ხოლო ყველაზე წარჩინებული ნორჩი წევრებისთვის თემატურ გაკვეთილებს მართავს.

 

 

 ირჩევა აქტუალური სადებიუტო ვარიანტები, აგრეთვე ტიპიური და ტექნიკური ენდშპილები.

იგეგმება მწვრთნელთა და ბავშვთა შემდგომი სამუშაო პროცესის მიმართულება და თემატიკა.

მოცემული მასალის უკეთ გააზრების და ათვისების მიზნით 07 აგვისტოს ერთდროული თამაშის სეანსიც  გაიმართა.

 

Davit jojua agvisto Master Klasi 1 Davit jojua agvisto Master Klasi 4 Davit jojua agvisto Master Klasi 3 

ასეთი სახის შეკრებები, მათ შორის მწვრთნელების და ბავშვების ერთობლივი გაკვეთილები სხვადასხვა წამყვან მწვრთნელ-დიდოსტატებთან შემდგომშიც გაგრძელდება.

რაც უდაოდ დაეხმარება კლუბი ნონას ნორჩ მოჭადრაკეებს პროფესიონალურ წინსვლაში და სწორი მიმართულებით განვითარებაში.

Davit jojua agvisto Master Klasi 5 

 

                

               

             

 

 

           

                      გვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით

              დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ დავითს, გაწეული შრომისათვის.

 

 

 

 

 

   ფოტო გალერეა: 

   https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=736678783207706