You are here: Главная Архив Архив новостей გურამ ჭანტურია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა!

გურამ ჭანტურია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა!

Ghirsebis Ordeni-5 ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს მთ. მწვრთნელი გურამ ჭანტურია საქართველოში ჭადრაკის განვითარებასა და მაღალკვალიფიციური მოჭადრაკეების აღზრდაში შტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი და  ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგლებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

 

 

 

გურამ ჭანტურიას ღირსების ორდენი 18 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გადასცა.

  

 

Ghirsebis Ordeni-1 Ghirsebis Ordeni-3 Ghirsebis Ordeni-2 

"ბატონმა გურამმა მთელი თავისი ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდასა და ჭადრაკის სწავლებას მიუძღვნა. ეს არის მისი დმსახურების აღიარება სახელმწიფოს მხრიდან" - აღნიშნა ინგა შამილიშვილმა.

 Ghirsebis Ordeni-4  Ghirsebis Ordeni-7

 ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში გურამ ჭანტურია იცავდა აჭარის ღირსებას საქართველოს უძლიერეს  მოჭადრაკეთა  შეჯიბრებებში.

მსაჯობდა დიდ ტურნირებს და რაც უაღრესად  მნიშვნელოვანია, ბატონი გურამი, თითქმის ექვსი ათეული წელია ასწავლის ნორჩ  ბათუმელებს საჭადრაკო სიბრძნეს.

მის აღზრდილებს შორის არიან,  როგორც სახელგანთქმული, ასევე იმედის მომცემი  მოჭადრაკეები.

დღეს ბევრი მათგანი თვითონ ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ  მოღვაწეობას  ჭადრაკის სფეროში.

 ბატონმა გურამ ჭანტურიამ 1968 წელს რესპუბლიკური  მსაჯის კატეგორია მიიღო, ხოლო 2001  წელს  ფიდემ მას საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა.

1955-59 წლებში იგი აჭარის უძლიერესი მოჭადრაკე და საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების წევრი იყო, სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს 

ვაჟთა  ტრადიციული  ჩემპიონატების ფინალებში. 1962 წელს  საქართველოს ჩემპიონი გახდა.

1996 წელს მას გადაეცა სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპატიო სიგელები.

1990 წელს, მიღწეული შედეგების საფუძველზე იგი აღიარეს  წლის საუკეთესო მწვრთნელად აჭარაში,

 ხოლო 1999 წელს მიენიჭა აჭარის 20-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

2011 წელს, ქართულ სპორტში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დაბადების 75 წელთან დაკავშირებით დაჯილდოვდა - ოლიმპიური ორდენით.

2017 წელს, ჯილდოების ამ სოლიდურ ჩამონათვალს უმნიშვნელოვანესი -ღირსების ორდენი შეემატა. 

Ghirsebis Ordeni-8 Ghirsebis Ordeni-9

               ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" უერთდება აურაცხელ მოლოცვებს,

              უსურვებს ბატონ გურამს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

 

აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: 

https://www.facebook.com/pg/%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-190686624315422/photos/?tab=album&album_id=1641054449278625

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/pg/ccNONA/photos/?tab=album&album_id=740841992791385