29 ნოემბრიდან თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, სტარტს აიღებს
საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი.
პირველობაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს 8 რეგიონალური გუნდი.
სატურნირო ნომრების მიხედვით: 1.რაჭის - "ამბროლაური", 2. თბილისის - "მოაზროვნე თაობა",
3. აჭარა - 2016 წლის გამარჯვებული ბათუმის - "ნონა", 4. სამეგრელოს - "სამეგრელო",
5. კახეთის - "კახეთი" 6. რუსთავის - "რუსთავი", 7. თბილისის - "თბილისი",
8. იმერეთის - "ქუთაისი".
ტურნირი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართება და 6 დეკემბრამდე გასტანს.
თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 6 მოჭადრაკით, (4 - მამაკაცთა და 2- ქალთა დაფა).
დროის კონტროლი: 1 სთ და 30 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
ყაიმზე შეთანხმება 30 სვლამდე მოთამაშეებს ეკრძალებათ.
ყველა ტური (ბოლო ტურის გარდა) იწყება - 15:00 საათზე.
ბოლო ტური (5 დეკემბერი) - 13:00 საათზე.
დახურვა 5 დეკემბერს - 18:00 საათზე.
ბათუმის "საჭადრაკო კლუბ ნონა"ს ღირსებას იცავენ:
1. დავით ჯოჯუა 2. დავით მაღალაშვილი 3. კონსტანტინე შანავა 4. დავით ბენიძე 5. ნინო ბაციაშვილი 6. ბელა ხოტენაშვილი GM, 2591 GM, 2496 GM, 2512 GM, 2512 IM, WGM, 2497 GM, 2455
თითოეულ გუნდს უფლება ჰქონდა მოეწვია მაქსიმუმ 2 უცხოელი მოთამაშე.
თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლინდება: 1. ქულათა საერთო ჯამი. 2. ერთმანეთს შორის მატჩი. 3. ზონნებორნ-ბერგერი.
გუნდს მოგებული მატჩში ეწერება - 2 ქულა, ფრედ დასრულების შემთხვევაში - 1, წაგებულ მატჩში - 0 ქულა.
საპრიზო ფონდი - 30 000 ლარია. I ადგილი- 15 000 ლარი; II ადგილი - 10 000 ლარი; III ადგილი - 5000 ლარი.
გუნდის კაპიტანი: მარიკა ჯაფარიძე, WFM, IA, FI
გუნდის ხელმძღვანელი: გიორგი ჭანტურია, IA
I ROUND ბათუმის "ნონა" 3,5 - 2,5 რუსთავის "რუსთავი"
II ROUND თბილისის "თბილისი" 1,5 - 4,5 ბათუმის "ნონა"
III ROUND ბათუმის "ნონა" 5 - 1 რაჭის "ამბროლაური"
IV ROUND თბილისის "მოაზროვნე თაობა" 1 - 5 ბათუმის "ნონა"
V ROUND ბათუმის "ნონა" 3 - 3 იმერეთის "ქუთაისი"
VI ROUND ბათუმის "ნონა" 5,5 - 0,5 სამეგრელოს "სამეგრელო"
VII ROUND კახეთის "კახეთი" 0 - 6 ბათუმის "ნონა"
ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონამ" მთელი სატურნირო დისტანცია დუმარცხებლად განვლო.
პირველ ორ ტურში, რუსთავის და თბილისის გუნდების დამარცხების შემდეგ გაიმყარა ლიდერის პოზიცია.
7 შესაძლებლობიდან კლუბმა ნონამ 6 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, რითაც ერთპიროვნლად
გაინაღდა საქართველოში უძლიერესი კლუბის ტიტული.
კლუბი ნონა სამგზის საქართველოს საკლუბო ჩემპიონია! 26.09-03.10.2014წ.-ურეკი, 21-28.09.2016წ.-ლაგოდეხი,
29.11-05.12.2017წ.-თბილისი, კლუბ ნონას საბოლოო მონაპოვარი: 13 მატჩ ქულა; 32,5 ქულა (დაფების). ერთპიროვნული გამარჯვება!
ბათუმის კლუბი ნონა სამგზის ევროპის საკლუბო ჩემპიონია! 13 - 21.09.2014 წ - ბილბაო, ესპანეთი;
17 - 25.10.2015 წ - სკოპიე, მაკედონია; 07 - 15.10.2017 წ - ანტალია, თურქეთი;
ევროპის ვიცეჩემპიონი - 05 - 13.11.2016 წ - ნოვი სადი, სერბეთი
I ადგილი - (აჭარა) ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" - 13 (32,5)
II ადგილი - (ქვემო ქართლი) "რუსთავი" - 11 (30,5)
III ადგილი - (თბილისი) "თბილისი" - 10 (28)
საზეიმო დახურვა -05.12 - 18:00 სთ-ზე გაიმართა.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოების გარდა, მედლები და დიპლომები გადაეცათ,
გამარჯვებული კლუბი ნონა კი დამატებით ჩემპიონის თასით ხელდამშვენებული დაბრუნდება ბათუმში!
გუნდების შემადგენლობა: http://chess-results.com/tnr317253.aspx?lan=1&art=8&turdet=YES&wi=821
გუნდების შემადგენლობა შედეგებით: http://chess-results.com/tnr317253.aspx?lan=1&art=1&turdet=YES&wi=821
ყველა ტურის კენჭისყრა და შედეგები გუნდების მიხედვით: http://chess-results.com/tnr317253.aspx?lan=1&art=2&turdet=YES&wi=821
შედეგები დაფების მიხედვით - VII ტური: http://chess-results.com/tnr317253.aspx?lan=1&art=3&rd=7&turdet=YES&wi=821
საბოლოო შედეგები: http://chess-results.com/tnr317253.aspx?lan=1&art=46&turdet=YES&wi=821
სატურნირო ცხრილი: http://chess-results.com/tnr317253.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&wi=821
LIVE - პარტიები: http://live.gcf.org.ge/tfd.htm
© Copyright 2014, CHESS CLUB NONA, ყველა უფლება დაცულია Created by: GmmStudio
მასალის გამოყენებისას საიტის მითითება აუცილებელია
All Rights Reserved.