You are here: Главная Архив Архив новостей ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონას ევროპის ჩემპიონთა გარდამავალი თასი გადაეცა

ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონას ევროპის ჩემპიონთა გარდამავალი თასი გადაეცა

SAT Gardamavali Tasi სამგზის ევროპის ჩემპიონმა საჭადრაკო კლუბმა "ნონამ“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გარდამავალი თასი დაისაკუთრა.

 

 

10 დეკემბერს, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე,  ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს

ზურაბ აზმაიფარაშვილსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს  გიორგი გიორგაძეს უმასპინძლა.

ბათუმში საგანგებოდ ჩამოსულმა სტუმრებმა კლუბ ნონას  ევროპის ხელნაკეთი გარდამავალი თასი გადასცეს. 

 

19 17 Gardamavali Tasi 25152077 1173726432761252 5288390652322375532 n 19 Chess Gardamavali Tasi

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია და გუნდის წევრები დაესწრნენ.

მერმა გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

19 18 Gardamavali Tasi 19 19 Gardamavali Tasi

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, ოცწლიანი ინტერვალის შემდეგ, ლაშა კომახიძემ და ქალთა საერთაშორისო დიდოსტატმა  მირანდა მიქაძემ ჭადრაკი კვლავ ითამაშეს.

ევროპის საკლუბო გუნდური ჩემპიონატი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ითვლება, რომელშიც სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის

წამყვანი კლუბები და საუკეთესო მოჭადრაკეები. 

19 15 Gardamavali Tasi 19 21 Gardamavali Tasi

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საპატიო ჯილდოს გარდა 21-23 ოქტომბერს პარიზში გამართულ ბიზნეს საინიციატივო კომიტეტისა და BID Group One-ის მიერ

ორგანიზებულ "საერთაშორისო ხარისხის" კონვენციის (World Quality Commitment) ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე ოქროს კატეგორიაში ნომინირებულ

ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მსოფლიო ხარისხის კულტურაში შეტანილი განუზომელი წვლილისათვის, დემონსტრირებული პროფესიონალიზმისა და

მოკლე ხანში მიღწეული შთამბეჭდავი წარმატებებისათვის სახელობითი ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი" გადაეცა. 

 

 

 

წყარო:

ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გარდამავალი თასი ბათუმში რჩებაhttp://batumi.ge/ge/index.php?page=shownews&id=4088#.Wi6NFzRgaQ4.facebook