Facebook

Jojua MasterClasi-2016-1 SAT 24  ოქტომბრიდან კლუბის წარმატებული ნორჩი წევრებისთვის თემატურ მასტერ კლასებს მართავს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, "ფიდეს სენიორ ტრენერი" (FST), საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა (24.10 - 02.11.2019).

 

მასტერ კლასის თემა:   ენდშპილი.

თეორიული პოზიციები;  

პაიკების ენდშპილების საბაზისო პრინციპები.

ტემპის მნიშვნელობა ენდშპილში და ტემპის მოპოვების ხერხები.

გათვლის ტექნიკა და მეთოდები.  

 

პრაქტიკუმი:

სხვადასხვა იდეური პოზიციების დეტალური გარჩევა/ანალიზი.

 

საშინაო დავალება: პაიკების ენდშპილი-უპირატესობის რეალიზაცია და დაცვა - გარჩევა/ანალიზი.

დამოუკიდებელი სამუშაო.

    Masterklasi GM Jojua Oqtomberi 2019 1 Masterklasi GM Jojua Oqtomberi 2019 2 Masterklasi GM Jojua Oqtomberi 2019 3

მასტერკლასები იმართება ყოველ დღე, ორ ცვლად კლუბის მოსამზადებელი ჯგუფის პატარა გამორჩეულ ბავშვებთან  (საცდელი გაკვეთილები)

და დაოსტატების ჯგუფის წარმატებულ ნორჩ წევრებთან, მათთვის პრიორიტეტულად შერჩეული თემატური პროგრამის მიხედვით.

 Masterklasi GM Jojua Oqtomberi 2019 4 Masterklasi GM Jojua Oqtomberi 2019 5 Masterklasi GM Jojua Oqtomberi 2019 6

 ბავშვებს ყოველ დღე ეძლევათ საშინაო დავალებები, დამოუკიდებლად შესასრულებლად.

რაც კიდევ უფრო ზრდის მასტერ კლასის ნაყოფიერებას და მოცემული თემატიკის გათავისების ხარისხს.

იგეგმება კლუბის ძირითად მწვრთნეებთან და ბავშვებთან შემდგომი ერთობლივი სამუშაო პროცესის მიმართულება და თემატიკა.

ვფიქრობთ ასეთი სახის მასტერკლასები ნორჩი და იმედისმომცემი მოჭადრაკეების წინსვლისთვის აუცილებელი და შეუცვლელია.  

 

 ვინდა საჭადრაკო კლუბი ნონას ადმინისტრაციის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ბატონ დავითს,

 სასარგებლო საჭადრაკო დღეებისთვის, რომელიც უთუოდ დაეხმარება ნორჩ წევრებს წინსვლაში.

 

  ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/ccNONA/