14 აგვისტოდან თბილისში სტარტს აიღებს 2024-2025 წლის ფიდეს ქალთა გრან-პრის პირველი ეტაპი (14-25.08.2024).
ჩატარების სისტემა: ტურნირი დაფასთან თამაშის ფორმატით, წრიული სისტემით 9 ტურად იმართება, 10 მონაწილე მანდილოსანს შორის.
დროის კონტროლი: 90 წუთი - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით, პირველივე სვლიდან.
მოჭადრაკეებს ეკრძალებათ 40 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება.
საპრიზო ფონდი - 80 000 ევროა.
გრან-პრის ციკლი 6 ეტაპს/წრიულ ტურნირს მოიცავს და მასში ჯამში მსოფლიოს 20 უძლიერესი მანდილოსანი ღებულობს მონაწილეობას.
ყოველი მონაწილისთვის 6 ეტაპიდან სავალდებულოა 3 ტურნირში თამაში.
თითოეულ ეტაპში ასპარეზობს 10 მოჭადრაკე.
3 ტურნირში დაკავებული ადგილების მიხედვით დაგროვებულ ქულათა საერთო ჯამით საუკეთესო ორი მანდილოსანი მოიპოვებს 2026 წლის
ფიდეს კანდიდატთა ტურნირის საგზურს, სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის შესაძლებლობას მიიღებს.
საქართველოდან ასპარეზობენ:
GM ნანა ძაგნიძე (2506) და IM ლელა ჯავახიშვილი (2451)
ფიდეს მიწვევით, მსოფლიო ქალთა გრან-პრის მთავარი მსაჯია უმაღლესი "ა"კატეგორიის არბიტრი - IA,WFM,FI მარიკა ჯაფარიძე
მონაწილეები: GM ნანა ძაგნიძე-2506 და IM ლელა ჯავახიშვილი-2451 (საქართველო), დები GM ანა მუზიჩუკი-2525 და GM მარია მუზიჩუკი-2508 (უკრაინა),
IM სარასადატ ხადემალშარიეჰ-2489 (ესპანეთი), GM ალექსანდრა კოსტენიუკი-2488 (შვეიცარია), GM რამეშბაბუ ვაიშალი-2506 (ინდოეთი),
IM ალინა კაშლინსკაია-2474 (პოლონეთი), IM ბიბისარა ასაუბაიევა-2470 (ყაზახეთი), IM სტავრულა ცოლაკიდუ-2429 (საბერძნეთი)
ოფიციალური ვებ გვერდი: https://womengrandprix.fide.com/
https://womengrandprix.fide.com/tbilisi2024/about
ტურნირის დებულება:
https://handbook.fide.com/files/handbook/regulations_WGP_2024_25.pdf
კენჭისყრა და შედეგები:
https://chess-results.com/tnr972809.aspx?lan=1&art=2&turdet=YES
https://chess-results.com/tnr972809.aspx?lan=1&art=1&flag=30
LIVE პარტიები: https://womengrandprix.fide.com/tbilisi2024/live?