Facebook

LOGO SAT14 ივლისს, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და უკრაინის ლვოვის "საჭადრაკო კლუბ e2-e4"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

 

 

 

 კლუბმა ნონამ მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

 

 

 

Memorandum 1 e2 e4 UKR

 კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან. 

 

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან, ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში, კიევის ცნობილ საჭადრაკო კლუბ "გამბიტთან", რომელიც 700-მდე წევრს ითვლის და  ჩერკასკის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენთთან ბატონ ოლეგ ანატოლიევიჩ კუშნირთან.

 

  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დამეგობრებული ქვეყნების ფორმატში ,ახალი კონტაქტები დამყარდა და იგეგმება ერთობლივი საჭადრაკო აქტივობები:  ლატვიასთან (დაუგავპილსი), მოჭადრაკეები უკვე მონაწილეობას ღებულობენ კლუბ ნონას  ყოველკვირეულ შაბათის ტურნირებში, პოლონეთთან (ნისა), უკრაინასთან (უმანი, ტერნოპოლი), სასომხეთთან (ვანაძორი), ესპანეთი (სან-სებასტიანი), თურქეთი (კუშადაში), ისრაელი (ნეტანია) უახლოეს მომავალში ერთობლივი საჭადრაკო აქტივობების  პერსპექტივით.

 

გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლვოვის  "საჭადრაკო კლუბ  e2-e4 "-ის დირექტორთან ბატონ ჰრეხ ანდრეისთან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი და მრავალფეროვანი საჭადრაკო აქტივობებისაკენ.

დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.  

Jildoebi 2019

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.722418257967092