16-17 აპრილს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ჭადრაკის დარბაზში, დაფასთან თამაშის ფორმატით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას ღია რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა სწრაფ ჭადრაკში.
ორგანიზატორი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე.
ჩატარების სისტემა: ტურნირი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი), ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
მონაწილეები: ყველა მსურველი.
ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად ასპარეზობდნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებიც!
ტურნირში 92 მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას (ყველა კატეგორია ერთად თამაშობდა).
საპრიზო I , II , III ადგილები გამოიყოფა:
ვაჟთა, ქალთა, 14 წლამდე ჭაბუკთა, 14 წლამდე გოგონათა, 10 წლამდე ჭაბუკთა, 10 წლამდე გოგონათა შორის.
ვაჟთა ქალთა
I ადგილი - ბულატ ხალიკოვ I ადგილი - ნინო კეკელიძე
II ადგილი - ალექსანდრე რუხაძე
III ადგილი - ბადრი ბოლქვაძე
14 წლამდე ჭაბუკთა 14 წლამდე გოგონათა
I ადგილი - მარკ კამაროუსკი I ადგილი - ანა შავიშვილი
II ადგილი - შოთა ცეცხლაძე II ადგილი - იზოლდა სტარავოიტავა
III ადგილი - დანიილ ფალალეევ III ადგილი - ელენე დავითაძე
10 წლამდე ჭაბუკთა 10 წლამდე გოგონათა
I ადგილი - არხიპ ნაიდა I ადგილი - თამარ დოლიძე
II ადგილი - რატი დიასამიძე II ადგილი - ელიზავეტა კირილოვა
III ადგილი - ნიკა მამულაძე III ადგილი - მეგი ცხვიტავა
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?set=a.1984301918445380&type=3