22 აგვისტო - 02 სექტემბრის ჩათვლით ბათუმი მეექვსე დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს "ბათუმის მერიის თასი-2022"-ს მასპინძლობს!
ფესტივალი მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში იმართება (ლეონიძის N15).
ტურნირის ორგანიზატორები არიან:
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
საჭადრაკო კლუბი ნონა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; აჭარის რადიო.
23 ივლისს, 15:30 წთ, ტექნიკური შეხვედრა და ფესტივალის გახსნა გაიმართა.
ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წარმომადგენლებმა ფესტივალი გახსნილად გამოცხადეს და ტურნირის მონაწილეებს წარმატება უსურვეს ორთაბრძოლებში.
ტურნირის მთავარმა მსაჯმა უმაღლესი "ა" კატეგორიის საერთაშორისო არბიტრმა მარიკა ჯაფარიძემ, დამსწრეთ დებულების ძირითადი მხარეები გააცნო.
აგრეთვე გაამახვილა ყურადღება ფიდეს განახლებულ წესებზე.
წელს ფესტივალი გამოირჩევა მრავალფეროვანი საპრიზო კატეგორიებით.
მონაწილეობას ღებულობს 8 ქყვეყნის 200-დე მოჭადრაკე.
საპრიზო ფონდი - 25 950 ლარია.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 9 საერთაშორისო ტურნირი და 1 საერთაშორისო ტურნირი მინი ფეხბურთში მოჭადრაკეთა შორის:
"ა - ტურნირი" (A Open - ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები და ყველა მსურველი) - ითვლება ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი.
შესაძლებელია ფიდეს სხვადასხვა წოდებების ნორმების შესრულება, აგრეთვე საერთაშორისო რეიტინგის გაჩენა და ამაღლება.
"ბ - ტურნირი" (B Open - 1600 <)- ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.
შესაძლებელია რეიტინგის გაჩენა ან ამაღლება.
ასაკობრივი ტურნირები:
8 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში- (U08/B&G)
10 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში-(U10/B&G)
12 წლამდე ჭაბუკებში და გოგონებში-(U12/B&G) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი.
ფესტივალის ფარგლებში, პარალელურად (24-27 აგვისტო), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას თასი-2022" გაიმართება
ვეტერან მოჭადრაკეთა შორის. დაითვლება საერთაშორისო რეიტინგი.
01.09.2022 ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი ჩატარდება, დაითვლება საერთაშორისო რეიტინგი.
ყველა აღნიშნული ტურნირი დარეგისტრირდა ფიდეში, განთავსდა ფიდესა და საქართველოს ფედერაციის ღონისძიებათა კალენდარში.
ტურნირებში ასპარეზობენ: საქართველოს, უკრაინის, სასომხეთის, ყაზახეთის, იტალიის, ინგლისის და ფიდეს დროშის ქვეშ მოასპარეზე ქეყნების სხვადასხვა
კატეგორიისა და ასაკის მოჭადრაკეები.
ფესტივალის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხორციელდება კლუბ ნონას საიტიდან www.chessbatumi.ge და facebook გვერდიდან!
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის წინა მოსამზადებელი პერიოდი მხოლოდ 3 კვირას ითვლიდა, ტურნირები სხვა ფართზე და თან განსხვავებულ, ყველასათვის
უჩვეულო თარიღებში იგეგმებოდა, ყოველმხრივ შევეცადეთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს ღირსეულად გავმკლავებოდით და ვფიქრობთ გეგმა შევასრულეთ კიდეც!
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის "ბათუმის მერიის თასი-2022"-ის ფარგლებში ბათუმს 500-მდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა თუ სხვა ქვეყნის
წარმომადგენელი სტუმრობს, რაც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.
ყველა ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება.
დაგვიანებისთვის მოთამაშეებს 1 სთ. აქვთ გამოყოფილი.
დროის კონტროლი: "ა ტურნირი" (A Open ) - 1 სთ და 30 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
"ბ და ასაკობრივი ტურნირები" ( B Open & Youth ) - 1 სთ და 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
ფესტივალის ძირითადი ტურნირების საზეიმო დახურვა 31 აგვისტოს გაიმართება 19:00 სთ-ზე.
24 -27.08.2022 წ.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2022"
ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.
დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს - 15 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე - 10 წმ-ის დამატებით.
მონაწილეები: 60 წლის და ზევით ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები.
FM ვარლამ ვეფხვიშვილი (2022), ივანე სიფრაშვილი (2148), დავით ჯაფარიძე (1985), ზურაბ ლიფონავა (1800), რობერტ ლომიძე (1750),
ტარიელ ხუხუნაიშვილი (1747), ადამი ხუხუნაიშვილი (1568), თამარ ჭანტურია (1550), შოთა ბასკურიძე, ეთერი დიასამიძე, ოთარი დოჭვირი, ქაზიმ გორაძე,
შალვა ტაბაღუა და რეზო წულუკიძე.
ჩატარების სისტემა: შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.
თაი-ბრეიქი: 1. ბუჰგოლცი -1 (უდაბლესის გამოკლებით); 2. ბუჰგოლცი ; 3. ურთირთშორის შეხვედრა; 4. მოგებების რაოდენობა; 4. პროგრესი (რეგრესით).
განრიგი: 24.08.2022 - ჩამოსვლის დღე; 25.08.2022 - I, II, III , IV ტური; 26.08.2022 - V, VI , VII ტური; 26.08.2022 - დახურვა/დაჯილდოება. 27.08.2022 - გამგზავრება;
ტურის დასაწყისი - 18:00 სთ.
კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
საპრიზო ფონდი: 3400 ლარი.
მამაკაცთა: I ადგილი - 1000 ლ; II ადგილი - 800 ლ; III ადგილი - 600 ლ; IV ადგილი - 400 ლ; V ადგილი - 200 ლ.
ქალთა: I ადგილი - 400 ლ.
I ადგილზე გასული მამაკაცი და ქალი დაჯილდოვდება თასით.
1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები (მამაკაცები, ქალები) დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო დიპლომი.
საპრიზო სამეული:
I ადგილი - რობერტ ლომიძე (5,5) რუსთავი I ადგილი ქალთა - თამარ ჭანტურია (5) თბილისი
II ადგილი - ივანე სიფრაშვილი (5) სიღნაღი II ადგილი ქალთა - ეთერ დიასამიძე ბათუმი
III ადგილი - ტარიელ ხუხუნაიშვილი (5) ლანჩხუთი
ტურნირის კენჭისყრა და შედეგები: https://chess-results.com/tnr669035.aspx?lan=1&art=2&rd=5
საბოლოო შედეგები: https://chess-results.com/tnr669035.aspx?lan=1&art=1&rd=7
ფოტო გალერეა / Photo Gallery: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.2082809305261307
27 აგვისტოს, ფესტივალის ფარგლებში მეგობრული მინი ფეხბურთის მატჩი გაიმართა მოჭადრაკეებისაგან დაკომპლექტებულ ნაკრებ გუნდებს შორის.
ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას გუნდი - "კაისა" დაუპირისპირდა ნაკრებს - "ატაკა".
დაძაბულ და საინტერესო თამაშში საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა "კაისას" გუნდმა.
შემადგენლობა (4 მოთამაშე და მეკარე). ტაიმის ხანგრძლივობა 15 წთ.
ძირითადი ტურნირების დახურვა 31 აგვისტოს გაიმართა 19 საათზე ბულვარში არსებულ საზაფხულო თეატრში.
გამარჯვებყლები დააჯილდოვა ქ. ბათუმის მერმა ბატონმა არჩილ ჩიქოვანმა, მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , კულტურის, ტურიზმისა და
სპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა თამაზაშვილმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ.
საღამოს ალამაზებდა საკონცერტო ნომრები.
სიმღერები: კვარტეტი "ბათუმელები" და
ცეკვები: აჭარის სახელმწიფო ანსამბლი "ერისეული".
01.09.2022
ბლიც ტურნირი (Open Blitz)
01 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ბლიც ტურნირი, შვეიცარული სისტემით 9 ტურად, გაიმართა და მასში
5 ქვეყნის 70 -მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა.
დროის კონტროლი 3 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი
I ადგილი - გაიოზ ნიგალიძე (საქართველო, ბათუმი) საერთაშორისო დიდოსტატი 8,5 ქულა
II ადგილი - დავით მაღალაშვილი (საქართველო) საერთაშორისო დიდოსტატი 8 ქულა
III ადგილი - დმიტრი კალინინ (ფიდე) 7 ქულა
ქ ა ლ ე ბ ი
I ადგილი - ნია დონღვანი (საქართველო) 6 ქულა
II ადგილი - თამარი ესაძე (საქართველო) 6 ქულა
III ადგილი - მარიამ თევზაძე (საქართველო) 6 ქულა
16 წ ლ ა მ დ ე
I ადგილი - ვასიკო შაპოვალოვი (საქართველო) 5,5 ქულა
II ადგილი - დემეტრე გოგიაშვილი (საქართველო, ბათუმი) 5,5 ქულა
III ადგილი - გიორგი გოგიაშვილი (საქართველო, ბათუმი) 5 ქულა
14 წ ლ ა მ დ ე
I ადგილი - მარიამ ცეცხლაძე (საქართველო, ბათუმი) 5,5 ქულა
II ადგილი - ლულუ დიასამიძე (საქართველო, ქობულეთი) 5 ქულა
III ადგილი - გიორგი ჭანტურია (საქართველო, ბათუმი) 5 ქულა
ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წინსვლას!
ფესტივალში კლუბ ნონას მიერ დაწესებული იყო სპეციალური პრიზები კლუბის წევრ ბათუმელი მოჭადრაკეებისათვის.
ფესტივალის საუკეთესო მოჭადრაკეებად დასახელდნენ მარიამ კალანდაძე და გიორგი ჭანტურია მათ კლუბის დიპლომები და
ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
კლუბის ყველაზე პატარა იმედის მომცემი მოჭადრაკეების ნომინაციაში დაჯილდოვდნენ
დაჩი ბალაძე და დზიმიტრი დრობაუ, რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩურებით დასაჩუქრდნენ.
კენჭისყრა და შედეგები იხილეთ/ Pairings and Results:
"ა" ტურნირი (Open A): https://chess-results.com/tnr668140.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr668140.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
"ბ" ტურნირი (Open B): https://chess-results.com/tnr668141.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr668141.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
12 წლამდე გოგონები (U12 B&G): https://chess-results.com/tnr668142.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr668142.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
10 წლამდე ჭაბუკები (U10 B&G): https://chess-results.com/tnr668143.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr668143.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
8 წლამდე ჭაბუკები (U08 B&G): https://chess-results.com/tnr668144.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr668144.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი (Open Blitz): https://chess-results.com/tnr668175.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr668175.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
ფოტო გალერეა / Photo Gallery : https://www.facebook.com/media/set/?set=a.2081925328683038&type=3