18 მარტიდან პეტროვაცი (მონტენეგრო) მასპინძლობს ევროპის ქალთა 23-ე ინდივიდუალურ საჭადრაკო ჩემპიონატს (17-30.03.2023)
პირველობისთვის 35 ქვეყნის 150-მდე მოჭადრაკე იბრძვის.
სტატისტიკური მონაცემები: https://chess-results.com/tnr723980.aspx?lan=1&art=13&fedb=GEO&turdet=YES&flag=30
საპრიზო ფონდი - 60 000 ევრო.
აქედან I ადგილი - 10 000, II ადგილი - 8 000, III ადგილი - 7 000 ევროს მიიღებს ჯილდოდ...
პირველ 9 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ფიდეს 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
ტურნირის განრიგი:
17 მარტი _ ჩასვლის დღე.
18 - 23 მარტი _ I - VI ტური
24 მარტი - დასვენების დღე
25 - 29 მარტი _ VII - XI ტური
29 მარტი - დახურვა - 20:00 სთ
30 მარტი _ გამგზავრება
ყველა ტური იწყება 15:00 საათზე (ბოლო ტური - 13:00 საათზე)
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად იმართება.
დროის კონტროლი: 90 წუთი - 40 სვლაზე, შემდგომ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით (პირველი სვლიდან).
ჩემპიონატში 8 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს
მათ შორისაა ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წევრი საერთაშორისო ოსტატი სალომე მელია
ერთად ვუგულშემატკივროთ მათ!
მერი არაბიძემ 11-დან 8,5 ქულით პირველობა გაინაწილა პოლონელ
ოლივია კიოლბასასთან, მაგრამ მასთან პირად შეხვედრაში მოპოვებული
გამარჯვების შედეგად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
აქამდე ევროპის ჩემპიონის ტიტულს ქართველი ქალებიდან მხოლოდ
ნანა ძაგნიძე ფლობდა (2017 წ. რიგა, ლატვია)
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და III-VI ადგილები გაინაწილა
ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წევრმა სალომე მელიამ!
7,5 ქულით VII ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი!
სამივე ქართველმა მოჭადრაკემ ქალთა შორის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა!
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ლილე ქორიძემ ქალთა საეართაშორისო ოსტატობის
მესამე ბალი შეასრულა!
ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი: https://sahcg.me/eurowomen2023/
ჩემპიონატის დებულება: https://sahcg.me/eurowomen2023/wp-content/uploads/2023/03/European-Women-Championship-2023-regulations.pdf
ჩემპიონატის განრიგი: https://chess-results.com/tnr723980.aspx?lan=1&art=14&fedb=GEO&turdet=NO&flag=30
სასტარტო სია: https://chess-results.com/tnr723980.aspx?lan=1&art=0&fedb=GEO&turdet=YES&flag=30
კენჭისყრები და შედეგები: https://chess-results.com/tnr723980.aspx?lan=1&art=2&rd=11&fedb=GEO&turdet=YES&flag=30
საბოლოო შედეგები: https://chess-results.com/tnr723980.aspx?lan=1&art=1&rd=11&fedb=GEO&turdet=YES&flag=30
დასაწყისი 18:00 საათზე საქართველოს დროით (ბოლო ტური 16:00)
განრიგში მოცემული მონტენეგროს დრო = საქართველოს დროით +3 საათი.
LIVE პარტიები: https://sahcg.me/eurowomen2023/live/