Facebook

353653041 6835683786442605 748530154632238494 n copyფიდემ 2024-2025 წლების ღონისძიებებისთვის არბიტრების შერჩევა დაასრულა და პანელების სიები გამოაქვეყნა. სასიხარულოა, რომ მსოფლიოში საუკეთესო - ტოპ 25 არბიტრით დაკომპლექტებულ "მწვანე პანელში"  კვლავ საპატიო ადგილი წილად ხვდა ქართველ, უმაღლესი "ა" კატეგორიის საერთაშორისო მსაჯს მარიკა ჯაფარიძეს (IA, WFM, FI)!

 

 

 

 

 

 

353653041 6835683786442605 748530154632238494 n

 

   პირველად მარიკა ფიდემ  2022 წელს აირჩია მსოფლიოში აღიარებული ტოპ 20 უმაღლესი

  "ა" კატეგორიის საერთაშორისო არბიტრებისგან დაკომპლექტებულ "მწვანე პანელში". 

  აღნიშნული არბიტრები შესაძლოა დაინიშნონ ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის

  მთავარ მსაჯად მსოფლიო ჩემპიონატებსა და უმაღლესი რანგის ტურნირებში. 

 

  პანელები სულ ოთხია: "მწვანე", "ლურჯი", "წითელი" და "ყვითელი".

 

  პანელების მიხედვით არბიტრების შერჩევა/გადახედვა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხდება.

 

  აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წწ "მწვანე პანელში", მარიკას ჩათვლით, მსოფლიო მასშტაბით

  მხოლოდ 6 მანდილოსანი არბიტრია წარმოდგენილი!

 

 

 

 

ვრცლად:     Selection of Arbiters in FIDE Events 2024-2025: GREEN Panel – Arbiters' Commission