11 და 12 ნოემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, გაიმართება სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის მეორე და მესამე დასკვნითი ეტაპების ფინალები - პირადი და გუნდური პირველობები.
პროექტის მიზანია "ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქის" ფორმატში მასობრივი სპორტის განვითარება,
პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება,
სასკოლო აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
ორგანიზატორები: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია,
ბათუმის ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა", რომელიც აგრეთვე პროექტის ინიციატორია.
ფესტივალი მოიცავს სამ ეტაპს:
პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო პირველობები, რომლებსაც თავად სკოლები ატარებენ უძლიერესი მოჭადრაკეების გამოსავლენად (12 ოქტომბერი - 08 ნოემბერი).
მეორე ეტაპი - ფინალი - პირადი პირველობა (11 ნოემბერი, შაბათი - 11:30 სთ) სკოლა წარმოდგენილია 3 მოჭადრაკით.
მესამე ეტაპი - ფინალი - გუნდური პირველობა (12 ნოემბერი, კვირა - 11:30 სთ) სკოლა წარმოდგენილია 5 მოჭადრაკით: 3 ძირითადი (2 ჭაბუკი,1გოგონა) 2 სათადარიგო.
სასიხარულოა, რომ წელს საჭადრაკო ფესტივალმა სკოლების განსაკუთრებულად მზარდი დაინტერესება გამოიწვია.
ასობით სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ფესტივალის პირველი ეტაპის შიდა სასკოლო შესარჩევ პირველობებში.
კლუბმა ნონამ პირველი ეტაპის ორგანიზებისთვის საჭირო სრული ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია ყველა სკოლას რომელმაც მოგვმართა დახმარებისთვის.
ფინალურ გუნდურ პირველობაში კიდევ უფრო მეტ სკოლას ველოდებით, მონაწილეობის განაცხადი შემოტანილი აქვს 30 სკოლას!
(ფინალურ პირად პირველობაში მონაწილე 26 სკოლას დაემატება: N13 საჯარო სკოლა, შპს ელიტური სკოლა "გორდა", N29 საჯარო სკოლა და შპს ფრანგული სკოლა).
მეორე ეტაპი - პირადი პირველობა - 11.11.2023
მონაწილეობას ღებულობდა ქ. ბათუმის 26 სკოლა (78 მოთამაშე): შპს "განათლება" სკოლა "იმედი", N11 საჯარო სკოლა, N20 საჯარო სკოლა, N18 საჯარო სკოლა,
ჩაქვის N1 საჯარო სკოლა, შპს სკოლა "ნიკე", N17 საჯარო სკოლა, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა, შპს "ლედა" სკოლა "მონპარნასი",
შპს სკოლა "ევრო-2000", შპს "მომავლის სკოლა", ქართულ-ამერიკული სკოლა-"პროგრესი", N3 საჯარო სკოლა, N14 საჯარო სკოლა, N8 საჯარო სკოლა,
N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, შპს ქართულ-ამერიკული სკოლა - "GASB", შპს გიმნაზია 21-ე საუკუნე, N4 საჯარო სკოლა, შპს "თამარისი",
ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის N1 და N2 სკოლები, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლა, შპს "მეგასკოლა", N15 საჯარო სკოლა,
და შპს "თაობა".
თითოეულ სკოლას წარმოადგენდა მაქსიმუმ 3 მოჭადრაკე.
პირველობა გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.
დროის კონტროლი: 10 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.
I ადგილზე გასულ მოთამაშეს გადაეცემა თასი.
I - III ადგილზე გასული მოთამაშეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"
ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! ! !
I ადგილი - მარიამ კალანდაძე (7) - შპს "ლედა" სკოლა "მონპარნასი"
II ადგილი - რატი დიასამიძე (6) - სსიპ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
III ადგილი - დემეტრე გოგიაშვილი (6) - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა
IV ადგილი - შოთა ცეცხლაძე (6) - სსიპ ბათუმის N15 საჯარო სკოლა
V ადგილი - ბოგდან პეტრაკოვ (5) - სსიპ ბათუმის N3 საჯარო სკოლა
მონაწილეების სასტარტო სია: https://chess-results.com/tnr847640.aspx?lan=1
კენჭისყრა და შედეგები: https://chess-results.com/tnr847640.aspx?lan=1&art=2&rd=7
საბოლოო შედეგები: https://chess-results.com/tnr847640.aspx?lan=1&art=1
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.755159273316291
https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.755869073245311
მესამე დასკვნითი ეტაპი - გუნდური პირველობა - 12.11.2023
მონაწილეობას ღებულობდა ქ. ბათუმის 25 სკოლა (125 მოთამაშე): შპს "განათლება" სკოლა "იმედი", N11 საჯარო სკოლა, N20 საჯარო სკოლა, N18 საჯარო სკოლა,
ჩაქვის N1 საჯარო სკოლა, შპს სკოლა "ნიკე", N17 საჯარო სკოლა, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა, შპს "ლედა" სკოლა "მონპარნასი",
შპს სკოლა "ევრო-2000", შპს "მომავლის სკოლა", ქართულ-ამერიკული სკოლა-"პროგრესი", შპს "ფრანგული სკოლა", N14 საჯარო სკოლა, N8 საჯარო სკოლა,
N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, შპს გიმნაზია 21-ე საუკუნე, N4 საჯარო სკოლა, შპს "თამარისი", ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის N1 და N2 სკოლები,
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლა, შპს "მეგასკოლა", N15 საჯარო სკოლა და შპს "თაობა".
თითოეულ სკოლას წარმოადგენდა მაქსიმუმ 5 მოჭადრაკე.
პირველობა იმართება ფიდეს წესებით, გუნდური შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი: 10 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წმ-ის დამატებით.
I - III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი.
I - III ადგილზე გასული გუნდის 5-ვე მოთამაშე და გუნდის წარმომადგენელი დაჯილდოვდება მედლებით და დიპლომებით.
თითოეულ მონაწილე სკოლას გადაეცემა სამადლობელო ბარათი.
ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"
ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! ! !
12 ნოემბერს სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართა.
I ადგილი - შპს "განათლება" სკოლა "იმედი" II ადგილი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ადგილი - N20 საჯარო სკოლა
სახელობის სკოლა
გუნდების სასტარტო სია: https://chess-results.com/tnr848114.aspx?lan=1&art=32
მონაწილეების სასტარტო სია: https://chess-results.com/tnr848114.aspx?lan=1&art=8
კენჭისყრა და შედეგები: https://chess-results.com/tnr848114.aspx?lan=1&art=2&rd=4
https://chess-results.com/tnr848114.aspx?lan=1&art=3&rd=4
https://chess-results.com/tnr848114.aspx?lan=1&art=63
საბოლოო შედეგები: https://chess-results.com/tnr848114.aspx?lan=1&art=63&turdet=YES
https://chess-results.com/tnr848114.aspx?lan=1&art=1&turdet=YES
ფინალურმა ტურნირებმა საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა, ძლიერი კონკურენციიდან გამომდინარე იყო ყველაფერი:
მოპოვებული გამარჯვების სიხარული, წაგებით გამოწვეული გულდაწყვეტაც, ერთმანეთის გულშემატკივრობა, და რაც ყველაფერზე მთავარია
ჭადრაკის უზომო სიყვარული და თამაშისკენ დაუოკებელი სწრაფვა!
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.755159273316291
https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.755869073245311