2 აპრილს ბათუმის "საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი"-ს შიდა საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.
სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების, ჭადრაკის პოპულარიზაციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის
ხელშეწყობის მიზნით, ლექტორებისა და სტუდენტებისათვის საჭადრაკო ტურნირი მოეწყო.
ორგანიზატორები: ბათუმის "სსსც ეკვატორი"-ს ადმინისტრაცია.
ბათუმის ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი ნონა (სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ფარგლებში)
პირველობა შვეიცარული სისტემით, 5 ტურად გაიმართა, სწრაფი ჭადრაკის (რაპიდი) წესებით.
დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
დაძაბულმა ორთაბრძოლებმა მაყურებლები მოიზიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია.
კლუბმა ნონამ, თავის მხრივ, ცენტრი საჭადრაკო ინვენტარით უზრუნველყო და პროფესიული დახმარება გაუწია ტურნირის ორგანიზებაში.
პირველობაში 10 მოთამაშე ასპარეზობდა: https://chess-results.com/tnr918320.aspx?lan=1&art=1
საპრიზო სამეული:
I ადგილი - გენადი კომახიძე
II ადგილი - საბა მიქელაძე
III ადგილი - გიგა ბედინაძე
საუკეთესო სამეულს შესაბამისი სინჯის მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ!
ბათუმის "სსსც ეკვატორი"-ს Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100063479590912
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?set=a.844226371076247&type=3