Facebook

LOGO SATმოახლოებულ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით,  31 მაისს ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 18 დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსი ჭადრაკში გამართა ფიდეს ოსტატმა, ფიდეს ინსტრუქტორმა და უმაღლესი "ა კატეგორიის" საერთაშორისო არბიტრმა მარიკა ჯაფარიძემ WFM, FI, IA.

 

შეხვედრა სკოლებში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

 

სეანსს დაესწრო ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას დირექტორი გიორგი ჭანტურია.

სკოლას გადაეცა კლუბის სუვენირები, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დირექციასთან და მონაწილე ბავშვებთან. 

 

ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა სკოლის დირექტორის ნუგზარ სურმანიძის ხელშეწყობით და ჭადრაკის პედაგოგის დავით ონიაშვილის ინიციატივით.  

მონაწილეობა დაწყებითი კლასების 18-მა მოსწავლემ მიიღო, 5 რჩეულს გადაეცა დიპლომები კარგი თამაშისთვის.

ღონისძიებამ სკოლის მოსწავლეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია და მაყურებელი გულშემატკივრებიც მრავლად შემოიკრიბა.

 

N5 საჯარო სკოლა სეანსი 31.05.2024 1 N5 საჯარო სკოლა სეანსი 31.05.2024 2 N5 საჯარო სკოლა სეანსი 31.05.2024 3

 

ჭადრაკით დაინტერესებული სკოლის აღსაზრდელები შეძლებენ კლუბში ჭადრაკის უსასყიდლოდ შესწავლას, აგრეთვე კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.