04 - 14 ივლისის ჩათვლით ბათუმი მერვე დიდ საერთაშორისო ნორმიან საჭადრაკო ფესტივალს "ბათუმის მერიის თასი-2024"-ს მასპინძლობს!
ფესტივალს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობს (ლეონიძის ქ. N15).
ტურნირის ორგანიზატორები არიან:
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
საჭადრაკო კლუბი ნონა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; აჭარის რადიო.
4 ივლისს, 15:30 წთ, ტექნიკური შეხვედრა და ფესტივალის გახსნა გაიმართა.
ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას წარმომადგენლებმა ფესტივალი გახსნილად გამოცხადეს და ტურნირის მონაწილეებს წარმატება
უსურვეს დაძაბულ ორთაბრძოლებში.
წელს ფესტივალი გამორჩეულად წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანია.
მონაწილეობას ღებულობს 25 ქყვეყნის (საქართველო, ინდოეთი, ნორვეგია, აშშ, კანადა, ესტონეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუმინეთი,
ახალი ზელანდია, უკრაინა, ირანი, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ჩინეთი, სასომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, ტურქმენეთი, მონღოლეთი, საუდის არაბეთი,
გერმანია, და ფიდეს დროშის ქვეშ მოასპარეზე ორი ქვეყანა) სხვადასხვა ასაკისა და რანგის 500 -მდე მოჭადრაკე.
საპრიზო ფონდი - 52 070 ლარია.
ფესტივალის ფარგლებში იმართება 11 დამოუკიდებელი ტურნირი ჭადრაკში და 1 საერთაშორისო ტურნორი მინი ფეხბურთში მოჭადრაკეთა შორის:
"ა - ტურნირი" (A Open - 2200 >) - რომელშიც ითვლება ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი -
შესაძლებელია ფიდეს სხვადასხვა წოდებების ნორმების შესრულება, აგრეთვე საერთაშორისო რეიტინგის გაჩენა და ამაღლება.
"ბ - ტურნირი" (B Open - 2200 <)- ითვლება საერთაშორისო რეიტინგი - შესაძლებელი საერთაშორისო რეიტინგის გაჩენა და ამაღლება.
"ცე - ტურნირი" (C Open - 1600 ≤ ) - ითვლება საერთაშორისო რეიტინგი - შესაძლებელი საერთაშორისო რეიტინგის გაჩენა და ამაღლება.
ასაკობრივი ტურნირები:
8 წლამდე ღია (U08 O)
8 წლამდე გოგონები (U08 G)
10 წლამდე ღია (U10 O)
10 წლამდე გოგონები (U10 G)
12 წლამდე ღია (U12 O)
12 წლამდე გოგონები (U12 G)
11.07.2023 ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირია დაგეგმილი. რომელშიც აგრეთვე დაითვლება საერთაშორისო რეიტინგი.
ყველა აღნიშნული ტურნირი დარეგისტრირებული იყო ფიდეში და განთავსებლი იყო ფიდესა და საქართველოს ფედერაციის ღონისძიებათა კალენდარში.
წელს ფესტივალის ფარგლებში პარალელურად, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას თასი-2024" იმართება.
10 დაფაზე ფესტივალის ყველაზე მაღალი რანგის "ა" ტურნირის პარტიების ტრანსლირება ხდება, ელექტრონული დაფების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ საქართველოში პირველმა გაუშვა 2018 წლის ფესტივალის დროს, ლაივ პროგრამის უახლესი ვერსიით პარტიების პირდაპირი ტრანსლიაცია. წლევანდელი ფესტივალიც LIVE -ის ამ თანამედროვე პროგრამით შუქდება.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ გულშემატკივარს საშუალება აქვს პირდაპირ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად ადევნოს თვალი პარტიების მსვლელობას განახლებული, თანამედროვე ინტერფეისით და სრული კომფორთით.
LIVE პარტიების ტრანსლირება კლუბ ნონას საიტიდან www.chessbatumi.ge ხორციელდება!
ფესტივალის ფარგლებში სტუმრების (ვიზიტორების) რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება!
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის "ბათუმის მერიის თასი-2024"-ის ფარგლებში ბათუმს 1500-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს,
რაც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.
ყველა ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება.
დაგვიანებისთვის მოთამაშეებს 1 სთ. აქვთ გამოყოფილი.
დროის კონტროლი: "ღია - ა ტურნირი" (A Open ) - 1 სთ და 30 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
"ღია - ბ", "ღია - ც" და ასაკობრივი ტურნირები" ( B Open, C Open & Youth ) - 1 სთ და 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
ფესტივალის ძირითადი ტურნირების საზეიმო დახურვა 13 ივლისს გაიმართება 19:00 სთ-ზე.
9 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
მონაწილეობდა 10 გუნდი.
"სენაკელები", აზე-1, აზე-2, GM ექსპრა ბათუმი, ფუტბოლ უკრაინა, კლუბი ნონა-1, კლუბი ნონა-2, მეგრელები, EG ბათუმი, ქემალისტები.
შემადგენლობა (5 მოთამაშე, მეკარე და ერთი სათადარიგო). ტაიმის ხანგრძლივობა 10 წთ.
ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს ბათუმის კლუბი ნონა-1 და GM ექსპრა ბათუმი დაუპირისპირდა.
შეუპოვარი და უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ
ანგარიშით 5-1 გამარჯვება ბათუმის კლუბი ნონას გუნდს ხვდა წილად!
აღსანიშნავია, რომ კლუბი ნონა-2-ის"ჯუნიორებმა" ტურნირში ღირსეულად იასპარეზეს და
მიუხედა ბევრად უფროსი ასაკის და გამოცდილების მქონე მეტოქეებისა მე-3 ადგილი მოიპოვეს.
ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი ტურნირი ტარდება.
10 - 11.07.2024 წ.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის "გურამ ჭანტურიას თასი-2024"
ვეტერანთა (60+) საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.
დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს - 15 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე - 10 წმ-ის დამატებით.
მონაწილეები: 60 წლის და ზევით ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები.
GM გიორგი ბაღათუროვი (2345), დავით ჯაფარიძე (2023), FM ვარლამ ვეფხვიშვილი (1964), ივანე სიფრაშვილი (2126), ზურაბ ლიფონავა (1879),
ნუგზარ გვარჯალაძე (1861), რობერტ ლომიძე (1874), თამარ ჭანტურია (1743), ადამ ხუხუნაიშვილი (1720), ტარიელ ხუხუნაიშვილი (1830),
გიორგი ჭანტურიძე (1560), დარეჯან დიასამიძე, თალიკო გაბეჩავა, ძნელაძე ნოდარი, თამარა ხოზრევანიძე, სვეტლანა უტიანსკაია, რეზო წულუკიძე,
~ჩატარების სისტემა: შვეიცარული სისტემით, 7 ტურად.
თაი-ბრეიქი: 1. ბუჰგოლცი -1 (უდაბლესის გამოკლებით); 2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 3. ურთიერთშორის შეხვედრა;
4. მოგებების რაოდენობა; 5. პროგრესი (რეგრესით).
განრიგი: 10.07.2024 - I, II, III, IV ტური; 11.07.2024 - V, VI , VII ტური; ტურის დასაწყისი - 17:00 სთ. 11.07.2024 - დახურვა/დაჯილდოება.
კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
საპრიზო ფონდი: 3400 ლარი.
ღია: I ადგილი - 1000 ლ; II ადგილი - 800 ლ; III ადგილი - 600 ლ; IV ადგილი - 400 ლ; V ადგილი - 200 ლ.
ქალთა: I ადგილი - 400 ლ.
I ადგილზე გასული მამაკაცი და ქალი დაჯილდოვდება თასით.
1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები (მამაკაცები, ქალები) დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო დიპლომი.
საპრიზო სამეული:
I ადგილი - გიორგი ბაღათუროვ (6,5) თბილისი I ადგილი ქალთა - სვეტლანა უტიანსკაია (3,5) ბათუმი
II ადგილი - ივანე სიფრაშვილი (5,5) სიღნაღი II ადგილი ქალთა - თამარ ჭანტურია (3) თბილისი
III ადგილი - რობერტ ლომიძე (5) რუსთავი III ადგილი ქალთა - თალიკო გაბეჩავა (2) ბათუმი
კენჭისყრა და შედეგები იხილეთ/ Pairings and Results:
https://chess-results.com/tnr969941.aspx?lan=1&art=2&rd=4
https://chess-results.com/tnr969941.aspx?lan=1&art=1
ფოტო გალერეა / Photo Gallery: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.909372271228323
ძირითადი ტურნირების დახურვა 13 ივლისს გაიმართა 19 საათზე.
გამარჯვებულები დააჯილდოვა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორმა ბატონმა შოთა დავითაძემ,
ბატონმა გენადი ნესისმა და ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას დირტექტორმა ბატონმა გორგი ჭანტურიამ.
საჭადრაკო კლუბი ნონას წევრები:
Mariam Kalandadze GU14 I Place - B Open - მარიამ კალანდაძე 14 წლამდე გოგონათა შორის - I ადგილი!
Shota Dolidze OU12 II Place - Open U12- შოთა დოლიძე 12 წლამდე ჭაბუკთა შორის II ადგილი! (I-II გაიყო)
14.07.2024
ბლიც ტურნირი (Open Blitz)
14 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ბლიც ტურნირი, შვეიცარული სისტემით 9 ტურად, გაიმართა და მასში
16 ქვეყნის 170 -მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა.
დროის კონტროლი 3 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
ტურნირის კენჭისყრა და შედეგები: https://chess-results.com/tnr966976.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
საბოლოო შედეგები: https://chess-results.com/tnr966976.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966976.aspx?lan=1&zeilen=99999
ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა" ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წინსვლას!
ფესტივალში კლუბ ნონას მიერ დაწესებული იყო სპეციალური პრიზები კლუბის წევრ ბათუმელი მოჭადრაკეებისათვის.
ფესტივალის საუკეთესო მოჭადრაკეებად დასახელდნენ მარიამ კალანდაძე და შოთა დოლიძე მათ კლუბის დიპლომები, სპეციალური თასები
და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ყველაზე პატარა იმედის მომცემი მოჭადრაკეების ნომინაციაში დაჯილდოვდნენ გაბრიელ ასათიანი და ნინო ცისკარიძე,
რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩურებით დასაჩუქრდნენ.
კენჭისყრა და შედეგები იხილეთ/ Pairings and Results:
"ღია - ა" ტურნირი (Open A): https://chess-results.com/tnr966895.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966895.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966895.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
"ღია - ბ" ტურნირი (Open B): https://chess-results.com/tnr966919.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966919.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966919.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
"ღია - ცე" ტურნირი (Open C): https://chess-results.com/tnr966934.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966934.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966934.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
8 წლამდე ღია (U08 Open): https://chess-results.com/tnr966962.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966962.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966962.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
8 წლამდე გოგონები (U08 Girls): https://chess-results.com/tnr966964.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966964.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966964.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
10 წლამდე ღია (U10 Open): https://chess-results.com/tnr966959.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966959.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966959.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
10 წლამდე გოგონები (U10 Girls): https://chess-results.com/tnr966960.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966960.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966960.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
12 წლამდე ღია (U12 Open): https://chess-results.com/tnr966941.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966941.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966941.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
12 წლამდე გოგონები (U12 Girls): https://chess-results.com/tnr966947.aspx?lan=1&art=2&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966947.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
https://chess-results.com/tnr966947.aspx?lan=1&art=0&turdet=YES&flag=30
ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირი (Open Blitz): https://chess-results.com/tnr966976.aspx?lan=1&art=1&rd=9&turdet=YES&flag=30
L I V E - პარტიები/ L I V E - GAMES : https://view.livechesscloud.com/#843541e2-013a-4c81-8513-5c9b57058d19
Photo by Landa Shioshvili: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.909319181233632