10 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ ტურინვესტ ჯგუფის საჭადრაკო პირველობას უმასპინძლა.
სამუშაო პროცესის გამრავალფეროვნების, ჭადრაკის პოპულარიზაციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის
ხელშეწყობის მიზნით, ტურინვესტ ჯგუფის თანამშრომლებისთვის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.
ორგანიზატორები: ტურინვესტ ჯგუფი
ტექნიკური/პროფესიული მხარდაჭერა: ბათუმის ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი ნონა
(სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ფარგლებში)
პირველობა წრიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა, სწრაფი ჭადრაკის (რაპიდი) წესებით.
დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.
მონაწილეები: უჩა ფუტკარაძე,ცოტნე ჩაგუნავა,გიორგი გოჩიტაშვილი,თედო სულაბერიძე,გიორგი ქასრაძე,ერეკლე ტარტარაშვილი,ზაური მახარაძე და ლუკა ჭყოიძე.
დაძაბულმა ორთაბრძოლებმა მაყურებლები მოიზიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია.
საპრიზო სამეული:
I ადგილი - გიორგი გოჩიტაშვილი
II - III ადგილი - უჩა ფუტკარაძე
II - III ადგილი - ცოტნე ჩაგუნავა
გამარჯვებულს დიპლომი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა!
ტურინვესტ ჯგუფი: https://tourinvest.ge/ge/
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.1017731627059053