3 თებერვალს თბილისში, სასტუმრო ბილთმორში სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა 84-ე და ქალთა 82-ე ჩემპიონატების უმაღლესმა ლიგებმა (02-12.02.2025).
ორგანიზატორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
ჩატარების სისტემა: ჩემპიონატები იმართება ფიდეს წესებით, წრიული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: 90 წუთი - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ჩემპიონატების საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს.
ვაჟთა და ქალთა საპრიზო სამეულები მოიპოვებენ 2025 წლის ევროპის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების საგზურებს.
ჩემპიონატებში ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"-ს წევრები ასპარეზობენ!
IM გაიოზ ნიგალიძე (2378) WGM მირანდა მიქაძე (2133) მარიამ კალანდაძე (1987)
ბათუმიდან ასპარეზობენ აგრეთვე: WFM კესარია მგელაძე (2219) და WCM მარიამ ცეცხლაძე (2080)
წარმატება ვუსურვოთ და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მოჭადრაკეებს!
პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია
ქალთა: https://lichess.org/broadcast/georgian-championships-2025--women/round-1/04JDqHjA
ვაჟთა: https://lichess.org/broadcast/georgian-championships-2025--men/round-1/NfhH17Yj
კენჭისყრა და შედეგები
ვაჟთა: https://chess-results.com/tnr1111228.aspx?lan=1&art=2&turdet=NO
https://chess-results.com/tnr1111228.aspx?lan=1&art=1&turdet=NO
ქალთა: https://chess-results.com/tnr1111229.aspx?lan=1&art=2&turdet=NO
https://chess-results.com/tnr1111229.aspx?lan=1&art=1&turdet=NO