17 აპრილს ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას ბენზეს ბაზაზე, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ღია პირველობა გაიმართა ჭადრაკში.
სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტებისა და
სკოლებში ჭადრაკის პროპაგანდა აგიტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებების ფარგლებში,
ტურნირს მასპინძლობა და ტექნიკური უზრუნველყოფა გაუწია ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართა.
პირველობა სკოლის დირექტორის ქალბატონი გიული დავითაძის და ჭადრაკის პედაგოგის სვეტლანა უტიანსკაიას ინიციატივით გაიმართა და ჯამში
50-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ჭაბუკები გოგონები
I ადგილი - კრისტიან მეტიკი 6 I ადგილი - ლიზი ნადარეიშვილი 4
II ადგილი - გაბრიელ სიგუა 5 II ადგილი - ლილე გორგილაძე 4
III ადგილი - ნიკოლოზ ფალავანდიშვილი 5 III ადგილი - სალომე დიასამიძე 3
გამარჯვებულები დაჯილდოცდნენ ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით, ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი.
ჭადრაკით დაინტერესებული სკოლის აღსაზრდელები შეძლებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/ccNONA/