FacebookLogo

LOGO SAT 07 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ზებურ ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო საჭადრაკო ტურნირი "ზებურ ავალინის თასი-2025".

 

 

ტურნირის ორგანიზატორები:

  •  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი
  •  ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა
  •  ბათუმის ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა"

 

 იდეის ავტორები:

  • იბრაიმ დიდმანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსოტეტის პროფესორი)
  • მერაბ მეგრელიშვილი (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) 

 

ჩატარების სისტემა:

ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად

ასპარეზობდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ნორჩი მოჭადრაკეები (ჯამში 50-მდე მონაწილე)

დროის კონტროლი:  3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით  (ელვისებური ჭადრაკი - ბლიცი)

 

ტურნირის გახსნა - დამსწრეთ მიესალმენ და სიტყვით გამოვიდნენ:

იბრაიმ დიდმანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), მერაბ მეგრელიშვილი (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი), გიორგი ჭანტურია (საჭადრაკო კლუბი ნონას დირექტორი), მუხრან ავალიანი (ოჯახის წარმომადგენელი, შვილი, ტურნირის სპონსორი), მარიკა ჯაფარიძე (საჭადრაკო კლუბ ნონას მენეჯერი, მწვრთნელი, ტურნირის მთავარი მსაჯი).

 

zebur avaliani cup 2025 1 zebur avaliani cup 2025 2 zebur avaliani cup 2025 3

 

სპეციალური პრიზები დააწესა სხვადასხვა ორგანიზაციებმა:

ფულადი ჯილდოები - ოჯახის წევრები

I ადგილი   -  300 ლარი

II ადგილი  -  200 ლარი

III ადგილი -  100 ლარი

375 ლარი (სწავლის საფასური) "საუკეთესო მოჭადრაკე სტუდენტი" ბსუ-ს სტუდენტი - ა(ა)იპ წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტის მხარდაჭერის ფონდი.

საუკეთესო პატარა მონაწილე - 100 ლარი - "ფონდი საძმო"

ყველაზე პატარა მონაწილე -  თვითმმართველობა 

სიგელი ყველა მონაწილესათვის

წიგნები  - ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა

თასები (I ადგილი ვაჟთა და ქალთა), მედლები და ტურნირის ტექნიკური უზრუნველყოფა - ა(ა)იპ "საჭადრაკო კლუბი ნონა"

 

zebur avaliani cup 2025 4 zebur avaliani cup 2025 5 zebur avaliani cup 2025 6

 

congratulations

 

22y4-6ow25alcexiz-trae4  

           ბათუმის "საჭადრაკო კლუბი ნონა"

    ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას ! ! !

 

 

 

                                                                                                                     

      I   ადგილი      -      თედო ბოლქვაძე         (8)                  

      II  ადგილი    -     თენგიზ დიდმანიძე    (8)                   

     III  ადგილი    -     კესარია მგელაძე        (7,5) 

      IV  და   ქალთა  I  ადგილი  -   მარიამ კალანდაძე  (6,5)     

      V ადგილი      -     გიორგი ჭანტურია      (6,5)                

 

     საუკეთესო მოჭადრაკე სტუდენტი  -  ზვიად მალანია 

     საუკეთესო პატარა მოჭადრაკე         -  დავით დიასამიძე

     ყველაზე პატარა მონაწილე               - გიორგი ბაჯელიძე                    

                     
შედეგები:  https://chess-results.com/tnr1194677.aspx?lan=1&art=1

      

zebur avaliani cup 2025 8 zebur avaliani cup 2025 9 zebur avaliani cup 2025 10

      

     ტურნირის საზეიმო დახურვა 10 ივნისს გაიმართა. 

     დამსწრეთ მიესალმენ და სიტყვით გამოვიდნენ:  ტიტე არეშიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი)ლელა თურმანიძე (ზუსტ   მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი), იბრაიმ დიდმანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), მერაბ მეგრელიშვილი (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი), რევაზ ოკუჯავა (წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდის გამგეობის თავმჯდომარე), მუხრან ავალიანი (ოჯახის წარმომადგენელი, შვილი, ტურნირის სპონსორი), მარიკა ჯაფარიძე (საჭადრაკო კლუბ ნონას მენეჯერი, მწვრთნელი, ტურნირის მთავარი მსაჯი), სალომე მელია (აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი), ბსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

zebur avaliani cup 2025 7 zebur avaliani cup 2025 11

ფოტო გალერეა:   https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.1153549923477222

 

 

ზებურ ავალიანის ბიოგრაფია:

ზებურ ავალიანი, წლების განმავლობაში მათემატიკის აკადემიური დოქტორი, ბსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის მათემატიკური სკოლა "ნერგების" მასწავლებელი. ზებურ ავალიანი მათემატიკის სწავლებასთან ერთად ახალგაზრდებში ავითარებდა ჭადრაკისადმი სიყვაულს. მისი ინიციატივით უნივერსიტეტში იმართებოდა შეჯიბრი სპორტული ჟინით შეპყრობილ უფროსს და მომავალ თაობას შორის. ქედის რაიონის სოფელ დანდალოში პედაგოგის ოჯახში აღზრდილმა საინტერესოდ, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით განვლო ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების გზა და უნივერსიტეტში დატოვა ნიჭიერი მათმატიკოსის, კეთილი პიროვნების, ეროვნული და ენერგიით ძლიერი ადამიანის სახელი. ზებურ ავალიანი გახლდათ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობისა და სისხლიანი 9 აპრილის ერთ-ერთი მონაწილე. აკადემიკოსების, გიორგი ჭოღოშვილისა და დურსუნ ბალაძის აღზრდილმა არაერთ ახალგაზრდას გაუკაფა გზა მეცნიერებისკენ, რომელთაგან ზოგიერთი დღეს საზღვარგარეთ მოღვაწეობს. ზებურ ავალიანის აღზრდილები წარმატებით გამოდიოდნენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. იგი გახლდათ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს წევრი.