11 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შიდა საუნივერსიტეტო საჭადრაკო პირველობა გაიმართა.
სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზში სტუდენტებისათვის საჭადრაკო ტურნირი მოეწყო.
ორგანიზატორები: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ღონისძიების მართვის და სტუდენტური სერვისები.
ბათუმის ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი ნონა (სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ფარგლებში)
პირველობა შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართა, ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) წესებით.
დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.
დაძაბულმა ორთაბრძოლებმა მაყურებლები მოიზიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია.
კლუბმა ნონამ, თავის მხრივ, აკადემია საჭადრაკო ინვენტარით უზრუნველყო და პროფესიული დახმარება გაუწია ტურნირის ორგანიზებაში.
პირველობაში 23 მოთამაშე ასპარეზობდა.
საბოლოო შედეგები: https://chess-results.com/tnr1196904.aspx?lan=1&art=1&turdet=YES
I ადგილი - გიორგი გაბუნია II ადგილი - ნიკა ჩიკვაიძე III ადგილი - ლუკა გორელიშვილი
გამარჯვებულს გადაეცა თასი, საპრიზო სამეულს მედლები
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის Facebook გვერდი: http://www.bsma.edu.ge/main/news/index.html
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.1156465823185632