FacebookLogo

LOGO SAT 7 აგვისტოს, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და სამხრეთ კორეის საჭადრაკო აკადემიას  - “WIZ CHESS ACADEMY” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

 

 

 

 კლუბმა ნონამ მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

 

 

DSC 0025

  კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან. 

   ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან, ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში, კიევის ცნობილ საჭადრაკო კლუბ "გამბიტთან", რომელიც 700-მდე წევრს ითვლის და ყირგიზეთის-ისიკულის ჭადრაკის ფედერაციასთან.

  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დამეგობრებული ქვეყნების ფორმატში ,ახალი კონტაქტები დამყარდა და იგეგმება ერთობლივი საჭადრაკო აქტივობები:  ლატვიასთან (დაუგავპილსი), მოჭადრაკეები უკვე მონაწილეობას ღებულობენ კლუბ ნონას  ყოველკვირეულ შაბათის ტურნირებში, პოლონეთთან (ნისა), უკრაინასთან (უმანი, ტერნოპოლი), სასომხეთთან (ვანაძორი), ესპანეთი (სან-სებასტიანი), თურქეთი (კუშადაში), ისრაელი (ნეტანია) უახლოეს მომავალში ერთობლივი საჭადრაკო აქტივობების  პერსპექტივით.

 

გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფიდესა და ინჩეონის ჭადრაკის ფედერაციის პატრონაჟის ქვეშ მყოფი საჭადრაკო აკადემიის  - “WIZ CHESS ACADEMY”  დირექტორთან, სამხრეთ კორეის ინჩეონის ჭადრაკის ფედერაციის წევრთან, ბატონ ჯეონგ გეუნ-იონგთანკიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი და მრავალფეროვანი საჭადრაკო აქტივობებისაკენ.

დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები, როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კორეაში.  

528147013 1201633942002153 555728871315052616 n 528291913 1201635598668654 3504596841632395761 n  

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?set=a.722418257967092&type=3