Facebook

isidore1

 დღეს ისიდორეს (ბაჩუკის) დაბადების დღეა.  არ ვიცი, რამდენი წლის გახდებოდა.

 ყოველ წელს ვიმახსოვრებ,  მაგრამ მავიწყდება. 

 

არადა, რიცხვების დამახსოვრების გამო და,  საერთოდ, კარგი მეხსიერების გამო ვარ მათემატიკოსი და ამიტომაც ვიყავი მოჭადრაკე. უფრო სწორედ

  -  მერქვა.  ისიდორე  -  ჩემი ჭადრაკის მწვრთნელი იყო.  ეს ამბავი ასე მოხდა : ნიჭიერი ბავშვი ვიყავი და რაღაცა წარმატებები რომ ვაჩვენე,

 ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს , რომ გარდა კლუბში გურამი მასწავლებელთან სიარულისა,  სახლში კერძო მასწავლებელიც აეყვანათ. 

მიიკითხ - მოიკითხეს და  ...  ისიდორე აარჩიეს.  ახლაც მიკვირს,  რატომ.  თითქოსდა რაციონალურმა, ტრადიციულმა,  მშობლებმა

არჩევანი შეაჩერეს ადამიანზე, რომელიც დელფინარიუმში მუშაობდა დელფინების მწვრთნელად!  თან,  როგორც მიხვდით,ჭადრაკს

თამაშობდა ძალიან მაგრად.  ეს, როცა მოეხასიათებოდა,  მაშინ.  ანუ ისიდორე ითვლებოდა აჭარის ჩემპიონად მამაკაცებში.  (მე  -ქალებში,

მაგრამ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სარბიელზე დიდი ვერაფერი შვილი ვიყავი, როგორც მოგვიანებით ისიდორე მსაყვედურობდა,

”უსისხლო” -ს მეძახდა ! )  ხოდა,  გაიკითხეს,  რომ არსებობდა ვიღაცა ისიდორე,  რომელიც,  ფიშერივით,  თურმე,  როცა მოეხასიათებოდა,  

isidore2

მაშინ ითამაშებდა და მაგარ შედეგებს აჩვენებდა.  თუ არ უნდოდა,  არ თამაშობდა. პერიოდები ჰქონდა.

 მოკლედ, ვიღაც უცნაური ტიპი არსებულა ბათუმში,  თან - დელფინების მწვრთნელი.  სოსო ცალკე დამცინოდა,

 ისიდორეს დელფინოო,  მოკლედ, მამაჩემმა ითავა და გაიცნო ისიდორე.  მარტო გაიცნო კი არა,

დაუმეგობრდა,  თან,  ეს,  როგორც მერე მივხვდი,  მხოლოდ საჩემოდ არ ყოფილა. მამას ძვირფასი,უმცროსი 

მეგობარი გახდა.  რა თქმა უნდა,  ისიდორე ფულს არ იღებდა ჩემს მეცადინეობაში, უკვე ყველას მეგობარი 

და ჩვენი ოჯახის წევრი გახდა და კიდევ დიდი ტკივილი დაუტოვა ჩვენს ოჯახს მას მერე , რაც 11 წლის წინ, 

 15 სექტემბერს,  საღამოს, მამამ მობილურზე დამირეკა და ისიდორესთან მოდი,  გარდაიცვალაო,  მითხრა....

ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო,  როგორ მენატრება მისი გაკვეთილები ჩემს პატარა ოთახში...მერე სოსო 

სიგარეტის ნამწვავებს ითვლიდა და საათში 20 - 22  ცალი გამოდიოდა საშუალოდ და "ისიდორეს დაბოლილ     

დელფინს”  მეძახდა.  უბედნიერესი ვიყავი,  როცა ისიდორე დელფინარიუმში მიბარებდა გაკვეთილზე.

ხან წარმოდგენა იყო,  ხან - წვრთნა...  უკანა კარიდან მაპარებდა .


დღეს ისიდორეს დაბადების დღეა.  28 ნოემბერი.  საშობაო მარხვის დაწყების დღე.


ისიდორე ჩემი კუკარაჩაა.  ნოდარ დუმბაძის არ იყოს, რომ დავბერდები,  ისევ დამესიზმრება და ისევ ჭკუას დამარიგებს,  ისევ ახალგაზრდა იქნება,

მე  - ბებერი,  ისევ  ”უსისხლოს”  დამიძახებს, ისევ წამეჩხუბება,  ”უჟილკო”  ხარო,  მისაყვედურებს,  ისევ მომიყვება,  რა წაიკითხა და ისევ   

ითხოვებს წიგნს ჩვენგან,  რომელსაც ისევ  15 სექტემბერს , ახალგარდაცვლილი ისიდორეს თავთან დადებულს აღმოვაჩენ და ჩახუტებულს

წამოვიღებ სახლისკენ,  ცრემლიანი...


ისიდორე, ღმერთმა ნათელში გამყოფოს ! 


ისევ ისე მიყვარხარ.  ხვალ საფლავზე მოვალ და სანთელს დაგინთებ...

ავტორი

ეკატერინე ჩხარტიშვილი