Facebook

yda

ქ. ბათუმის N1 -მა სასპორტო სკოლამ უმასპინძლა აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პირველ სპორტულ თამაშებს მოსწავლეთა შორის. აჭარის რაიონებმა წარმოადგინეს გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 

 

 1 1

1 2

1 4

1 6

 

 ჭადრაკში პირველობა 24-25 ნოემბერს გაიმართა და მასში 6 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას: ბათუმის, ქობულეთის, შუახევის, ხულოს, ქედას და ხელვაჩაურის. გუნდი 5 მოჭადრაკისაგან შედგებოდა (3 ბიჭი, 2 გოგო). ტურნირი წრიული სისტემით, 5 ტურად ჩატარდა და თითოეულ მოთამაშეს 25-25 წუთი ჰქონდა პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. ორდღიანი შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - ბათუმი, 23 ქულა (გუნდის შემადგენლობა: 1 დაფა- ახვლედიანი ირაკლი 2. პანასენკო ალექსანდრე 3. ჯიბუტი დიმიტრი  4. ჯიბუტი ნატა 5. ბედოშვილი დეა).  II ადგილი - ქობულეთი, 16,5 ქულა                    (გუნდის შემადგენლობა: 1 დაფა- კაიკაციშვილი გიორგი 2. თხილაიშვილი რატი 3. ხალვაში აჩიკო   4. ცივაძე ეკატერინე 5. საფარიძე ია) III ადგილი - შუახევი, 13 ქულა ( გუნდის შემადგენლობა: 1 დაფა- კეკელიძე  ქეთი    2. კეკელიძე ალი 3. კეკელიძე ნიკოლოზი 4. კეკელიძე თამილა 5. კეკელიძე ირმა).             IV ადგილი ერგო ხულოს გუნდს 12,5 ქულით,                                V- ადგილზე გავიდა ქედა 6 ქულით და                                       VI იყო ხელვაჩაურის გუნდი, რომელმაც  4 ქულ მოაგროვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 7

1 3

1 5

2 1

                                                   

                         

 

 

       

2 2                             2 3                            2 4

              I ადგილი - ბათუმი                                                      II ადგილი - ქობულეთი                                       III ადგილი - შუახევი                           

საჭადრაკო კლუბი "ნონა" ულოცავს გუნდის წევრებს გამარჯვებას!