Facebook

1176385 560284757353405 1973691683 n

ინდოეთის ჭადრაკის ფედერაციის და ტამილნადუს შტატის საჭადრაკო ასოციაციის ორგანიზებით, ჩენაიმ (ინდოეთი) 15-23 ნოემბერს დიდოსტატთა ღია საერთაშორისო ტურნირს უმასპიმძლა.

მორიგ წარმატებას მიაღწია საჭადრაკო კლუბ "ნონა"-ს წევრმა, ბათუმელმა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა,

რომელმაც ქალთა შორის 6,5 ქულით  I ადგილი მოიპოვა! ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს 15 ქვეყნის 118 მოჭადრაკე  ეცილებოდა.

საჭადრაკო კლუბი"ნონა" ულოცავს ნინოს გამარჯვებას!

ტურნირის შედეგები ვრცლად იხილეთ:

http://chess-results.com/tnr116295.aspx?lan=1&art=4&wi=821