Facebook

250

 ქალაქ ჩენაიში (ინდოეთი)  7 ნოემბერს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, მე-10 ტურის უაღრესად დაძაბული პარტიის 65-ე სვლაზე ფრედ დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ორი ტურით ადრე,   ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა გაინაღდა!

მან მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ინდოელი ვიშვანათან ანანდი 6,5 - 3,5 (+3, =7) ანგარიშით დაამარცხა. მატჩის სპონსორი იყო ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შტატი ტამილნადუ, ხოლო ორგანიზატორი FIDE და  AICF (ინდოეთის საჭადრაკო ფედერაცია). მატჩის საპრიზო ფონდის ზუსტი თანხა არ სახელდებოდა, თუმცა დებულებით საპრიზო ფონდი მინიმუმ  1000 000 (მილიონი)  ევროს შეადგენდა. აქედან, გამარჯვებულს 60% , ხოლო დამარცხებულს  40% ერგებოდა. როგორც ცნობილი გახდა გამარჯვებული კარლსენის ფულადი ჯილდო - 2,24 მილიონს შეადგენს! 

აღსანიშნავია, რომ მაგნუსი 2004 წელს,  13 წლის ასაკში გახდა საერთაშრისო დიდოსტატი. 2010 წლის 1 იანვარს, 19 წლის ასაკში საჭადრაკო ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე, რომელმაც რეიტინგ სიაში პირველობა დაისაკუთრა. ამ პოზიციას იგი  დღემდე  ინარჩუნებს. 2013 წლის იანვარში მისი რეიტინგი - 2861 იყო, ხოლო ანანდთან  გამარჯვების  შემდეგ კიდევ 2872- მდე გაიზრდება. 

IMG 7128main-11IMG 7938

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდია:

http://chennai2013.fide.com/