Facebook

ydaAzmai ბატონ  ზურაბისთვის 2014 წელი გამორჩეული და ღირსშესანიშნავია იმით, რომ იგი ორგზის იუბილარია და  დაბადების დღესთან ერთად, საჭადრაკო დაფასთან გატარებულ  50 წელს აღნიშნავს!

   

   ზურაბ აზმაიფარაშვილი დაიბადა 1960 წლის 16 მარტს,  ქალაქ თბილისში.                                   საერთაშორისო დიდოსტატი - GM (1988 წლიდან);       

                                                                   საერთაშორისო რეიტინგი - 2637;                                             

 

 

 

Azmai8Azmai4Azmai6

  წარმოგიდგენთ  ბატონი ზურაბის  მიღწევების მცირე ნაწილს:

ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი;                                                                                   ევროპის 2003 წლის ჩემპიონი. ერთადერთი ქართველი, რომელიც ამ ტიტულს დაეუფლა;                                            1983,1985 -მსოფლიოს ახლაგაზრდული ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული; მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული;                                                                                              2002-2010 წლებში  ფიდეს  ვიცე - პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების საორგანიზაციო კომიტეტების წევრი;                                                                                                                                                          2003 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის III პრიზიორი;                                                                                           1992-2004 წლების განმავლობაში, საქართველოს ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიღებული აქვს 7 საჭადრაკო ოლიმპიადაში (1998 წელს თავის დაფაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი).                                                                     1997, 1999-2001, 2004 წლებში ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპების 5-გზის მონაწილე;                            1987-94 წლებში სეკუნდანტობას უწევდა გარი კასპაროვს  მსოფლიო პირველობის მატჩებში;                                  1998-2000 წლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი;                                                                           2000-2004 წლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი;                                                                2002 წლიდან ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ;                                                                                                                       2002 წლიდან ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი;                                                                                                   2003 წელს საერთაშორისო რეიტინგის რეკორდული მაჩვენებელი - 2702  ქულა;                                                           2000-2004 -ევროპის საჭადრაკო კავშირის ბორდის წევრი;                                                                                            1999-2004 -შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის "BSCA " დამფუძნებელი  და  პირველი  პრეზიდენტი;                           2004 წლიდან ფიდეს სენიორ ტრენერი;                                                                                                                          2007-2012 -ასეანის ქვეყნების საჭადრაკო აკადემიის(ფუნქციონირებს სინგაპურში) სამწვრთნელო  პროგრამების  მენეჯერი;                                                                                                                                                                          2009 წელს აზერბაიჯანის მამაკაც მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ბატონი ზურაბის კაპიტნობით, ნოვი სადში (სერბეთი) ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გაიმარჯვა.  

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის  პირველი  მოადგილე;

ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III  ხარისხის ორდენების კავალერი;

სპორტის რაინდი; 

ფიდე-ს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდოს-«ბოტვინიკის ხე» - მფლობელი.                                                                                                                                                                                               ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი. 

Azmai2Azmai7azmaiparashvili5

 

 1003369 1389618684597913 405818499 n

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ბატონი ზურაბის თაოსნობით დაფუძნდა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია, 2008 წელს სამწუხაროდ აკადემიამ მუშაობა შეწყვიტა ფინანსური სიძნელეების  გამო. ბატონმა ზურაბმა  მოღვაწეობა სინგაპურში განაგრძო.   2013 წელს 26 აპრილს მთავრობის განკარგულებით აკადემიამ მუშაობა განაახლა და ახალი სიცოცხლე, სტიმული მოუტანა ქართულ ჭადრაკს. ნიჭიერ ბავშვებს ლექცია-სემინარებს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე უტარებენ. პერიოდულად აკადემია იწვევს მსოფლიოში წამყვან მწვრთნელებს დიდოსტატი მოჭადრაკეებისათვის. აქვე მინდა ავღნიშნო ქალბატონი მარინა მილორავას  დიდი ღვაწლი და ძალისხმევა, რომელიც მან გაწია აკადემიის ფეხზე დასაყენებლად, მოსაწყობად და ასაყვავებლად. დღეს მისი დაუღალავი შრომის წყალობით წამყვან მოჭადრაკეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი პროფესიული წინსვლისთვის და წარმატებისთვის.

იხილეთ აკადემიის გვერდი facebook-ზე

https://www.facebook.com/chessakademy?fref=pb&hc_location=friends_tab 

ზურაბ აზმაიფარაშვილი და  მარინა მილორავა არიან საქართველოში ჩატარებული უამრავი  დიდი ტურნირის ავტორები, ორგანიზატორები და მხარდამჭერები. ბატონი ზურაბის ძალისხმევის გარეშე ვერ მოხერხდებოდა იმ რთული ტენდერების გადალახვა და გამარჯვება რაც უმაღლესი რანგის ტურნირების მასპინძლობისთვის და ჩატარებისთვის არის საჭირო.

 

 Azmai9 

 

 

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა ულოცავს ბატონ ზურაბს დაბადების დღეს, დაფასთან გატარებულ წარმატებულ 50 წლის იუბილეს და უსურვებს კიდევ ბევრი სიკეთე მოეტანოს ქართული ჭადრაკისთვის!