Facebook

DSC 0082 Gurami 84 SAT 2020  17 აპრილს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს  გურამ ჭანტურიას 85 წელი შეუსრულდებოდა!

გურამ ჭანტურიას საქართველოს ჭადრაკის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

 ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში იგი იცავდა აჭარის ღირსებას საქართველოს უძლიერეს  მოჭადრაკეთა  შეჯიბრებებში.

მსაჯობდა დიდ ტურნირებს და რაც უაღრესად  მნიშვნელოვანია, ბატონი გურამი, თითქმის ექვსი ათეული წელია

ასწავლის ნორჩ  ბათუმელებს საჭადრაკო სიბრძნეს.

 მის აღზრდილებს შორის არიან,  როგორც სახელგანთქმული, ასევე იმედის მომცემი  მოჭადრაკეები.

 დღეს ბევრი მათგანი თვითონ ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ  მოღვაწეობას  ჭადრაკის სფეროში. 

 

ბატონმა გურამ ჭანტურიამ 1968 წელს რესპუბლიკური  მსაჯის კატეგორია მიიღო, ხოლო 2001  წელს  ფიდემ მას საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა.

 1955-59 წლებში იგი აჭარის უძლიერესი მოჭადრაკე და საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების წევრი იყო,

სისტემატურად მონაწილეობდა  საქართველოს  ვაჟთა  ტრადიციული  ჩემპიონატების ფინალებში.  1962 წელს  საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 1996 წელს მას გადაეცა სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპატიო სიგელები.

 1990 წელს, მიღწეული შედეგების საფუძველზე იგი აღიარეს  წლის საუკეთესო მწვრთნელად აჭარაში,

 ხოლო 1999 წელს მიენიჭა აჭარის 20-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

 2011 წელს, ქართულ სპორტში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დაბადების 75 წელთან დაკავშირებით - ოლიმპიური ორდენით.

 2017 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

GURAM CHANTURIA

 

 ასაკის მიუხედავად ბატონი გურამი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული საჭადრაკო ცხოვრებაში.  

 პედაგოგობდა სასპორტო სკოლაში და საჭადრაკო კლუბ  ნონაში.

 

კლუბმა ნონამ 2016 წელს ბატონი გურამის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფუძველი ჩაუყარა კიდევ ერთ

ლამაზ ტრადიციას, საჭადრაკო ფესტივალს - "გურამ ჭანტურიას თასი", რომლის ფარგლებში ტარდება

საერთაშორისო ვეტერანთა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში,  აგრეთვე რაპიდ და ბლიც ტურნირები.

დაგეგმილია მომდევნო წლებში მასშტაბების გაზრდა და არეალის გაფართოება. 

 

 

გურამ ჭანტურია (17.04.1936 წ  -  07.09.2020 წ)          

gurami x1000

               guramtan damshvidobeba 2020 250x200

                     chanturiamp4000005666                                                               

                                                                                                       ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული 

                                                                                                 სიკვდილს იქით ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა...