Facebook

LOGO SAT15 მაისს, ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და უკრაინის ჩერკასკის რეგიონის საჭადრაკო ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

 

 კლუბმა მიზნად დაისახა ჭადრაკის აღორძინება და მისი როგორც ელიტარული და ინტელექტუალური სპორტის სახეობის მისაწვდომობის გაზრდა ფართო მასებში.

 

 

 

Memorandumi UKR FED2 15.05.2021

 

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რეგიონალურ და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან სკოლებთან, სტუდიებთან. 

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანთან, ლიტვასთან, უზბეკეთთან, ფიდეს საჭადრაკო სკოლასთან ბელარუსიაში და კიევის ცნობილ საჭადრაკო კლუბ "გამბიტთან", რომელიც 700-მდე წევრს ითვლის.

 

 ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დამეგობრებული ქვეყნების ფორმატში ახალი კონტაქტები დამყარდა და იგეგმება ერთობლივი საჭადრაკო აქტივობები:  ლატვიასთან (დაუგავპილსი), მოჭადრაკეები უკვე მონაწილეობას ღებულობენ კლუბ ნონას ყოველკვირეულ შაბათის ტურნირებში, პოლონეთთან (ნისა), უკრაინასთან (უმანი), სასომხეთთან (ვანაძორი), ესპანეთი (სან-სებასტიანი), თურქეთი (კუშადაში) უახლოეს მომავალში ერთობლივი საჭადრაკო აქტივობების პერსპექტივით.

უმანის მოჭადრაკეები თანდათან ერთვებიან კლუბის ყოველკვირეულ რაპიდ ტურნირებში.

 

გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩერკასკის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენთთან ბატონ ოლეგ ანატოლიევიჩ კუშნირთან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი და მრავალფეროვანი საჭადრაკო აქტივობებისაკენ.

დაიგეგმა ვრცელი ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები.  

Jildoebi 2019

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/media/set/?vanity=ccNONA&set=a.722418257967092