Facebook

Club Nona Changing Program LOGO

30 ივნისს, მეგობრული მატჩი გაიმართა, ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონასა და ალმაატის (ყაზახეთი) საერთაშორისო პროფესიონალურ საჭადრაკო სკოლას შორის.  

 

მიზანი და ამოცანები:  ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.                                                                     

მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანა.

 

30 ივნისი 13:30 სთ  -  ონლაინ მეგობრული მატჩი გაიმართა საჭადრაკო პლატფორმაზე www.lichess.org

გუნდები 11-11 შერეული ასაკის მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული.

ჩატარების სისტემა:  ბლიცი 5 +3,  არენა - 90 წუთი

(არენა - არაა ფიქსირებული ტურების რაოდენობა, მოცემულია დრო, რომლის განმავლობაში თითოეული მოთამაშე თამაშობს იმდენ პარტიას რამდენსაც მოასწრებს და მხოლოდ საწინააღმდეგო გუნდის წევრებს ხვდება, მოპოვებული ქულები ჯამდება. მოგება-2 ქულა, ფრე-1 ქულა, წაგება-0 ქულა). 

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს გამოყოფილი ჰქონდა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით. 

 

მონაწილეებზე ხორციელდებოდა მონიტორინგი  პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

 

კლუბი ნონას გუნდი (ლიჩესის-lichess რეიტინგებით):

გიორგი ჭანტურია (2153), მარიამ კალანდაძე (1970),  თორნიკე შარვაშიძე (1917),  ნატალი აბულაძე (1911), გოგა ლორთქიფანიძე (1754), 

შოთა ცეცხლაძე (1662), თიკო ბერაია (1618), შოთა დოლიძე (1612),  ელისაბედ მიქაძე (1526), ალექსანდრე გასპარიანი (1333), ანეტა ქედელიძე (1324)

 

 90 წუთში ჯამში გათამაშდა 125 პარტია! 

 

Friendship Match GEO vs KAZ 30.06.2021 800 Frirendship Match GEO vs KAZ 30.06.2021 8002

                                                            

 მატჩი ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა!  

                        ვულოცავთ ბავშვებს წარმატებას!!!     

 

სასიამოვნო ემოციებით დახუნძლულებმა დავასრულეთ კიდევ ერთი საინტერესო საჭადრაკო დღე.