Facebook

SAT FIDE World Cup 202112 ივლისიდან, რუსეთის ქალაქ სოჭში სტარტს აიღებს ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშება ვაჟთა (10.07-08.08.2021) და ქალთა შორის.(10.07-04.08.2021)

 

ვაჟთა შორის 206 მონაწილე ასპარეზობს, მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი!

საპრიზო ფონდი 1 892 500 $ შეადგენს, პირველ ადგილზე გასული 110 000 -ით დაჯილდოვდება.  

მსოფლიო თასის ორი საუკეთესო ვაჟი მოიპოვებს 8 კაციან კანდიდატთა ტუნირის საგზურს, რომლის გამარჯვებულიც შეხვდება

მაგნუს კარლსენს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საბრძოლველად.

მსოფლიო თასი ნოკაუტ სისტემით იმართება 8 ტურად. თითოეული ტური ორპარტინი მატჩისგან შედგება (ფერის შეცვლით).

 

ქალთა შორის 103 მონაწილეა.

საპრიზო ფონდი 67 6250 $ შეადგენს და აქედან გამარჯვებულს 50 000 გადაეცემა.

სამი საუკეთესო ქალბატონი მოიპოვებს პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს. 

ქალთა მსოფლიო თასი ნოკაუტ სისტემით იმართება 7 ტურად. თითოეული ტური ორპარტინი მატჩისგან შედგება (ფერის შეცვლით).

 

დროის კონტროლი: 90 წუთი - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით პირველი სვლიდან.

მოთამაშეებს ყაიმზე შეთანხმება ეკრძალებათ შავების 30-ე სვლის დასრულებამდე. 

 

მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას 7 მოჭადრაკე დაიცავს:

ნანა ძაგნიძე  (2523), ნინო ბაციაშვილი (2487), ბელა ხოტენაშვილი (2471), ლელა ჯავახიშვილი (2470)

ბაადურ ჯობავა (2603), ლევან ფანცულაია (2564), ლუკა პაიჭაძე (2564)

 

ვაჟები პირველი ტურიდანვე (12 ივლისი) დაიწყებენ ასპარეზობას

ქალბატონები მეორე ტურიდან (15 ივლისი) ჩერთვებიან.

 

 

მსოფლიო თასის ოფიციალური გვერდი

რუსულად:      https://worldcup.fide.com/ru/news   

ინგლისურად: https://worldcup.fide.com/news                                                                                                                                                                   

 

ტურნირის დებულება 

ვაჟთა:   https://handbook.fide.com/files/handbook/WorldCup2021Regulations.pdf

ქალთა:  https://handbook.fide.com/files/handbook/WWorldCup2021Regulations.pdf

                                                                               

კენჭისყრა და შედეგები:   https://worldcup-results.fide.com/ru/results    

                                            https://worldcup-results.fide.com/results

 

სატურნირო განრიგი:       

ვაჟთა  :         https://worldcup.fide.com/ru/info/schedule#!/tab/327023320-1 

                           https://worldcup.fide.com/info/schedule

ქალთა:         https://worldcup.fide.com/ru/info/schedule#!/tab/327023320-2

                           https://worldcup.fide.com/info/schedule#!/tab/327014095-2

                                                                                 

 

ვაჟთა პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია - https://www.chessbomb.com/arena/2021-fide-world-cup
ქალთა პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია - https://www.chessbomb.com/arena/2021-fide-womens-world-cup