Facebook

Club Nona Changing Program LOGO

13 ივლისს, ბათუმის მუნიციპალიტეტის დამეგობრებული ქვეყნების ფორმატში და საჭადრაკო კლუბი ნონას გაცვლითი პროგრამების, აგრეთვე გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მეგობრული მატჩები და ბლიც ტურნირი გაიმართა უკრაინის საჭადრაკო კლუბ გამბიტთან.  

 

მიზანი და ამოცანები:  ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.     

ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა.                                                                

გაცვლითი პროგრამა ოთხ დღეს მოიცავდა.

საჭადრაკო კლუბ ნონას ამჯერად სტუმრობდა უკრაინის კიევის საჭადრაკო კლუბი "გამბიტ" -ის და

ლვოვის "საჭადრაკო კლუბ e2-e4" -ის მოჭადრაკეები.

 

სჭადრაკო აქტივობების გარდა გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებები.

 

12 ივლისს  ექსკურსია გავმართეთ ბათუმის ღირსშესანიშნავ, ლამაზ და გამორჩეულ ადგილზე  -  ბოტანიკურ ბაღში.

სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მოზვავებულ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. 

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ბოტანიკური ბაღის დირექტორს ბატონ ირაკლი არჩაიას და ადმინისტრაციას

თანადგომისა და ხელშეწყობისთვის. აგრეთვე სვეტლანა უტიანსკაიას გაწეული პროფესიონალური გიდობისთვის.

 

Botanikuri2 Botanikuri1 Botanikuri3 

 

13 ივლისს გაიმართა მეგობრული მატჩები ბათუმის საჭადრაკო კლუბ ნონასა და კიევის საჭადრაკო კლუბ გამბიტის მოჭადრაკეებს შორის.

აგრეთვე ბლიც ტურნირი ქართველი და უკრაინელი მწვრთნელებისთვის.

ბავშვებმა ჯამში ორი ორ პარტიანი მატჩი ითამაშეს ფერის შეცვლით (4 პარტია) 

საჭადრაკო გუნდები 16-16 შერეული ასაკის მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული.

ჩატარების სისტემა:  სწრაფი ჭადრაკი (რაპიდი).

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს გამოყოფილი ჰქონდა 10 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.

ორივე მატჩი კლუბი ნონას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (საერთო ანგარიში 45-19)  ვულოცავთ ბავშვებს წარმატებას!!! 

  

 Megobruli Matchi1 Megobruli Matchi2 Megobruli Matchi3

 

ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) მეგობრულ ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ კლუბი ნონასა და უკრაინის საჭადრაკო კლუბების  "გამბიტის" და "E2-E4"-ის

მწვრთნელები და წარმომადგენლები.

ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი:  3 წუთი პარტიის ბოლომდე, +2 წამი დამატებით ყოველ სვლაზე.

საბოლოო შედეგები:  http://chess-results.com/tnr569531.aspx?lan=1&art=1

 

Megobruli Matchi5 Megobruli Matchi6                                                       

14 ივლისს დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ლვოვის საჭადრაკო კლუბ "E2-E4"-ის დირექტორთან ბატონ ჰრეხ ანდრეისთან.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება სამომავლო ერთობლივი საჭადრაკო აქტივობები და პროგრამები, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში.

 

15 ივლისს სტუმრები დაათვალიერებენ გონიოს ციხეს,  მახუნცეთის ჩანქერს და თამარ მეფის ხიდს მოინახულებენ. 

 

Megobruli Matchi4

 

                      სასიამოვნო ემოციებით დამუხტულებმა დავასრულეთ კიდევ ერთი საინტერესო საჭადრაკო დღე.

                                                                        წინ ახალი თავგადასავლები გველის!

 

ფოტო გალერეა:   https://www.facebook.com/media/set?vanity=ccNONA&set=a.1780201425522098