Facebook

hibrid Chess sat 2021 21-30 მაისს საჭადრაკო პლატფორმა tornelo.com-ზე ფიდეს-FIDE მსოფლიო თასის ფარგლებში ევროპის ონლაინ ჰიბრიდული ტურნირი გაიმართა.

 

შესარჩევი ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით.

თითოეულ წრეში გამარჯვებულის გამოსავლენად თამაშდებოდა 2 სტანდარტული პარტია

(დროის კონტროლი 120 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით, პირველივე სვლიდან).

მატჩის ფრედ (1-1) დამთავრების შემთხვევაში ინიშნებოდა დამატებითი 2 პარტიანი მატჩი (ტაი-ბრეიქები

დროის კონტროლით 10 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით).

კვლავ ფრე ანგარიშის შემთხვევაში 1 პარტია - "არმაგედონი".

 

შესარჩევიდან, 36 საუკეთესო მოჭადრაკე გადავიდა 2021 წლის მსოფლიო თასის ფინალში, რომელიც 30 მაისს, შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა

(დროის კონტროლი:10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით)

 

ტურნირი იმართებოდა ფიდეს ანტი-ჩითინგისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვით საგანგებოდ ამ ტურნირისთვის გამოყოფილ სივრცეში.

მოთამაშეებზე ხორციელდებოდა მონიტორინგი კომპიუტერების, პანორამული კამერებისა და ზუმის საშულებით.

 

    საპრიზო ფონდი  -  32 000 ევრო.

I ადგილი 3000 ევრო
II ადგილი 2500 ევრო
III ადგილი 2000 ევრო 
IV-VI ადგილი 1500 ევრო 
VII-X ადგილი 1250 ევრო 
XI-XX 1000 ევრო 
XXI-XXX 500 ევრო

 

საქართველოდან შესარჩევ ტურნირში 10 მოჭადრაკე ასპარეზობდა. მათ შორის ბათუმელი საერთაშორისო ოსტატი - IM ნოდარ ლორთქიფანიძე.

Hibrid GEO

 

ჰობრიდული გათამაშების მსოფლიო თასის ფინალის საგზური ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ მოიპოვა! 

ფიდეს მსოფლიო თასი 2021 ფინალი GEO

 

ტურნირის დებულება

https://www.europechess.org/wp-content/uploads/2021/05/EWCQualification_Regulations-2.pdf

                                                                               

შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა და შედეგები:

http://chess-results.com/tnr560325.aspx?lan=1&art=25&fedb=GEO&turdet=YES&flag=30&fbclid=IwAR16htnscybjJXrf6DXo-_0HiMgvc0DBH7e-BB27fP2hvy_x0qyswXl5BMI

 საბოლოო შედეგები:     http://chess-results.com/tnr560325.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&turdet=YES&flag=30

 

 

ფინალის კენჭისყრა და შედეგები:

http://chess-results.com/tnr562898.aspx?lan=1&art=25&fedb=GEO&turdet=YES&flag=30

 

 საბოლოო შედეგები:     http://chess-results.com/tnr562898.aspx?lan=1&art=1&rd=9&fedb=GEO&turdet=YES&flag=30

                                            http://chess-results.com/tnr562898.aspx?lan=1&art=4&fedb=GEO&turdet=YES&flag=30