24 მარტს ბათუმის მერიის ორგანიზებით 2024 წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა!
ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო.
წარმოგიდგენთ სხვადასხვა ნომინაციებში საჭადრაკო კლუბი ნონას გამარჯვებულებს:
საჭადრაკო კლუბმა ნონამ ნომინაცია "სპორტული კლუბი კარგი მმართველობა"-ს ფარგლებში დაწესებული "წარმატებული კლუბი"ს ჯილდო მოიპოვა! „წლის დებიუტანტი"ს ჯილდოები გადაეცათ კლუბი ნონას წარმატებულ წევრებს მარიამ კალანდაძეს და რატი დიასამიძეს, "წლის სპორტსმენი" - სალომე მელიას, „წლის სპორტული ჟურნალისტი“ კლუბი ნონას ნომინანტს: ირაკლი დარცმელიძეს, "სპორტის მოამაგე" - კლუბის მწვრთნელს და მსაჯს სვეტლანა უტიანსკაიას.
.


დიდი მადლობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ამ ლამაზი საღამოსთვის!
ფოტო გალერეა: https://www.facebook.com/ccNONA/